მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს

ნახვები: 234 ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს
 

ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) უკრაინაში თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს, თუმცა ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ბოშების (რომების) და ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირება.

ამის შესახებ ნათქვამია ECRI-ის ახალ ანგარიშში, რომელიც 21 ოქტომბერს სტრასბურგში გამოქვეყნდა.

„2017 წლის 20 ივნისს უკრაინის შესახებ მეხუთე ანგარიშის მიღების შემდეგ არაერთ სფეროში მიღწეულია პროგრესი და დანერგილია კარგი პრაქტიკა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომისია დადებითად აფასებს უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის საქმიანობის გააქტიურებას, პოლიციელებისთვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საკითხებზე ტრენინგების გაფართოებასა და რომების საზოგადოებაში ინტეგრაციის სტრატეგიების მიღებას.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულ საზოგადოებაში ლგბტი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ამასთან, კომისიის შეფასებით, რომები და ლგბტი ადამიანები კვლავ განსაკუთრებით დაუცველები არიან სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის მიმართ.

„სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მრავალი შემთხვევა კვლავ არასწორად კვალიფიცირდება და განიხილება როგორც ჩვეულებრივი სამართალდარღვევა, მათ შორის ხულიგნობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ECRI უკრაინის ხელისუფლებას 15 რეკომენდაციას აძლევს, რომელთაგან ორი პრიორიტეტულად არის განსაზღვრული.

პირველი რეკომენდაცია ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას სიძულვილის ენის წინააღმდეგ, განსაკუთრებით რომებისა და ლგბტი ადამიანების მიმართ.

მეორე რეკომენდაცია სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას ეხება, რომელმაც უნდა გამოავლინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არმქონე რომები და მათ დოკუმენტების მიღებაში დაეხმაროს, მათ შორის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივების გზით.

კომისია ამ ორი პრიორიტეტული რეკომენდაციის შესრულებას ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ორი წლის განმავლობაში შეაფასებს.

დოკუმენტში ასევე საუბარია სკოლებში ლგბტი მოსწავლეების მიმართ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე, ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, რომი ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფასა და სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფაზე.

ანგარიში მოიცავს 2017 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდს და ითვალისწინებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომით შექმნილ განსაკუთრებულ გარემოებებს.

ამასთან, დოკუმენტი არ აფასებს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. მასში ასევე არ არის განხილული საზღვარგარეთ იძულებით გადაადგილებული უკრაინელების მდგომარეობა, რადგან ECRI ამ საკითხს სხვა ქვეყნების მონიტორინგის ფარგლებში სწავლობს.

ევროპის საბჭო უკრაინის მხარდაჭერას 2027–2030 წლების სამოქმედო გეგმითაც გეგმავს, რომლის პრიორიტეტებია დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ევროპული ინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმების ხელშეწყობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა