ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას

ნახვები: 222 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესს „სპექტაკლს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მონაწილეებმა წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პროცესის მონაწილეთა ქცევას ირონიულად აფასებს.

„თუ გინდათ, რომ საინტერესო საყურებელი გახდეს ეს ისტორიული პროცესი, დაივიწყეთ ილუზიები, უსაფუძვლო ოპტიმიზმი და უყურეთ იმას, რაც სინამდვილეში ხდება: ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის. არავინ ელის რაიმე ექსტრაორდინარულს“, – წერს ჯაფარიძე.

მისი მტკიცებით, პროცესის მონაწილეებმა იციან, რომ მათ ქმედებებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აკვირდება, რის გამოც თითოეული მათგანი განსხვავებულ როლს ასრულებს.

„ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს. მანდატურებიც კი გამოაწყვეს სპეციალურ მუნდირებში. ყველამ იცის, ბოლოს რაც მოხდება და რა როლი აქვს მიმდინარედ, მაგრამ მაინც არის მათ თამაშში განსხვავებული ნიუანსები“, – აცხადებს ჯაფარიძე.

მისი შეფასებით, პროცესის მონაწილეთა ერთი ნაწილი ცდილობს, ივანიშვილს თავი მოაწონოს და საჯაროდ პირველად წარმოაჩინოს საკუთარი მორჩილება, მეორე ნაწილი კი უკვე მოპოვებული კეთილგანწყობის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

„ზოგი ცდილობს, ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე და ასე გამოძვრეს, იქნებ საერთოდაც აღარავის გაახსენდეს მომავალში“, – წერს ჯაფარიძე.

მისივე განცხადებით, არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვთ.

„ზოგი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ, საკუთარი წარსულიდან და ბიძინას გამძაფრებული პარანოიიდან გამომდინარე და განსაკუთრებული „შეუპოვრობით“ გამოირჩევა“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიმდინარე პროცესს თეატრალურ წარმოდგენას ადარებს.

„ასეთი სპექტაკლია. ბოლოს შეგვიძლია რამე პრიზიც დავაწესოთ როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი საქმიანობის აკრძალვაა მოთხოვნილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა