მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სალომე ზურაბიშვილი - ყველა რეაქცია, რაც მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისგან, თუნდაც სუს-ის გამოძიებისგან არის აბდაუბდა

ნახვები: 469 სალომე ზურაბიშვილი - ყველა რეაქცია, რაც მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისგან, თუნდაც სუს-ის გამოძიებისგან არის აბდაუბდა

ყველა რეაქცია, რაც მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისგან, თუნდაც სუს-ის გამოძიებისგან არის აბდაუბდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა აქციაზე სლოგანით: „რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კითხვები რაც მანამდე არსებობდა კვლავ არსებობს და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლისას, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები და სუს-ის გამოძიება კი არ იძლევა დამაჯერებელ პასუხს.

„საერთოდ, ყველა რეაქცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისა და თუნდაც სუს-ის გამოძიებიდან არის აბდაუბდა. არ იციან რა თქვან, რა მომენტში, როგორ თქვან. ერთი ერთს ამბობს, მეორე - სხვა რამეს ამბობს. აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის მათთვის ჯერ დაულაგებელი. ამ დროს იზრდება რეაქცია ხალხში, იზრდება რეაქცია საზღვარგარეთ და ვიტყოდი, რომ უფრო და უფრო დაბნეულები არიან [ქართული ოცნება].

კითხვები, რაც არსებობდა მანამდეც, არსებობს ახლაც. აუცილებელია,რომ ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება და საჭიროა, რომ უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული, ეს ჯერ არ ვიცით და არანაირი მათი პასუხი არ იძლევა დამაჯერებელ პასუხს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა