კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ნახვები: 231 სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების საბოლოოდ განადგურებას ცდილობს.

ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის სამარცხვინოდ შეაფასა. მან ასევე გააკრიტიკა პარტია „გახარია საქართველოსთვის“, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ კეკლუცობაში დაადანაშაულა.

„დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს არის ის დღე, როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს და ვერ მიაღწევს, მაგრამ ცდილობს, რომ საბოლოოდ დაასამაროს დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში. ასეთი სამარცხვინო რამ თანამედროვე პერიოდში არცერთ ქვეყანას არ ჩაუდენია, რასაც ყველას აკრძალვა, ყველა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ჰქვია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტების მდგომარეობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

„აღარც ვიტყვი, თუ რა დღეში ჩააყენა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. ვინმეს თუ შეუძლია დაასახელოს რომელიმე ინსტიტუტი დღეს, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომელიც არ არის ბოლომდე „ქართული ოცნების“ ხელში, სპეციალურ პრემიას გადავცემ“, – აღნიშნა მან.

ზურაბიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაზე და მისი წარმომადგენლები სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ სოლიდარობის ნაკლებობაში დაადანაშაულა.

„ასევე სამარცხვინო არის ის, რომ ერთი პარტია, გახარიას პარტია, რაღაცნაირად კეკლუცობს და თავს გვაჩვენებს, ვითომ მე კარგი ვარო, კარგი მონა ვარო და კიდევ დაგემონებითო, იმ დროს, როცა ასეთი სამარცხვინო რამ ხდება. არც სოლიდარობა, არც რაიმე გულშემატკივრობა სხვების მიმართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პარტიების აკრძალვის საკითხი ცალკეული პოლიტიკური ძალების მიმართ დამოკიდებულებას სცდება და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს ეხება.

„რა მნიშვნელობა აქვს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ეხება, ჩემი და თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაშია. აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემა იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა მან.

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ პარტიის წარმომადგენლებისთვის თანამდებობები და ანაზღაურება ქვეყნის ინტერესებზე მნიშვნელოვანია, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

„ჩვენ, ვინც ვხედავთ, სად არის ქვეყნის ინტერესი, სად არის დასაცავი ქვეყანა და არა კონკრეტული პარტია, ერთად უნდა დავდგეთ ყველა, ეს არის ჩვენი გასაკეთებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ყოველკვირეულად მართავს კითხვა-პასუხის ფორმატის პირდაპირ ეთერს, თუმცა ამჯერად აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების გამო „დღეს არც კითხვებისა და არც პასუხების დღე არ არის“.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის 88 დეპუტატის მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.

საქმეს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა