ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ

ნახვები: 245 ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებს. ინაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ღია წერილში აცხადებს, რომ ხელისუფლება მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასა და ქვეყანაში შიშის დამკვიდრებას ცდილობს.

„მე ღიად და საჯაროდ გადანაშაულებთ თქვენ პოლიტიკური ოპონენტების სიძულვილში. ჩემს მაგალითზე ვაცხადებ, რომ თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ. მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან. თქვენ თესავთ მიუღებლობას, უაზრო დაპირისპირებას და ზიზღს“, – მიმართავს ინაშვილი კობახიძეს.

მისი განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ უფლება, გაერთიანდნენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გამართონ საპროტესტო აქციები და ხელისუფლების გადაწყვეტილებები გააკრიტიკონ. პრემიერ-მინისტრს კი არ აქვს უფლება, პოლიტიკური ოპონენტების აქტივობა შეთქმულებად, ეკონომიკურ დივერსიად ან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად გამოაცხადოს.

„თქვენ არა გაქვთ უფლება, გამოაცხადოთ ჩვენი ქმედებები შეთქმულებად, თქვენ არა გაქვთ უფლება, შერაცხოთ ჩვენი აქტივობა სახელმწიფოსთვის საზიანო კამპანიად“, – წერს ინაშვილი.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ან დიტო ჩუბინიძესთან შეთანხმებულად მოქმედებდა. ამასთან, აღნიშნავს, რომ პოლიტიკური საკითხების გარშემო თანამშრომლობა დანაშაულს არ წარმოადგენს.

ინაშვილი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესის დახურვასაც აკრიტიკებს და კითხულობს, რატომ არ არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი საქმის განხილვა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.

„ამთავითვე მორიგჯერ განგიმარტავთ, რომ ღარიბაშვილთან არანაირ შეთქმულებაში არა ვარ. უბრალოდ, არაერთგზის აღმინიშნავს, რომ მეგობრებს განსაცდელში არასდროს არ ვტოვებ და როგორც შემიძლია, ხმას ვიმაღლებ მათ დასაცავად“, – აცხადებს ის.

წერილში ინაშვილი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა უფლებების შესაძლო დარღვევებსაც ეხება. მისი თქმით, რამდენიმე პატიმარი არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, ხელისუფლება კი ამ საკითხებზე საჯარო განცხადებებს სასჯელაღსრულების სისტემის დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.

ინაშვილი კობახიძეს მოუწოდებს, უზრუნველყოს პატიმართა უფლებების დაცვა და გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოს განცხადებებისგან, რომლებიც შესაძლოა საგამოძიებო პროცესზე ზეწოლად აღიქმებოდეს.

ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი აკრიტიკებს ე.წ. არაბული ქალაქების პროექტს და აცხადებს, რომ მისი წინააღმდეგობა და საპროტესტო აქციების ორგანიზება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებია და არა ეკონომიკური დივერსია.

ინაშვილი ასევე საუბრობს დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობასა და დიტო ჩუბინიძის მიმართ არსებულ ბრალდებებზე. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ საზოგადოებას დროულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საზღვართან დაკავშირებულ საკითხებზე და მოქალაქეების შეკითხვები სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებად არ უნდა შეაფასოს.

„მე ღიად და საჯაროდ ვაცხადებ, რომ თქვენ ცდილობთ წაგვართვათ ჩვენი ფუნდამენტური უფლებები, ცდილობთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვას და დიდწილად ამას მიაღწიეთ კიდეც“, – წერს ინაშვილი.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური დაპირისპირება უკვე პირად ურთიერთობებზეც აისახება და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ძველ მეგობრებთან ურთიერთობას ერიდებიან.

„პრემიერ-მინისტრი საკუთარ ხალხს კი არ უნდა ებრძოდეს – სკამის შესანარჩუნებლად, არამედ უნდა იღვწოდეს ამ ხალხისთვის“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა