სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year

ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ

ნახვები: 232 ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
 

ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს, რათა ქვეყანამ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული და კომუნალური ინფრასტრუქტურის საჭიროებებისთვის დახმარება სწრაფად მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის არაერთ ქალაქში ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდების მხრივ მძიმე მდგომარეობაა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კიევში, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და დონეცკის ოლქებში, ასევე ხერსონში.

„ურსულას გავაცანი არსებული გამოწვევები და შევთანხმდით, რომ ევროკავშირი სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებს. ეს შესაძლებელს გახდის, უკრაინას სწრაფად გამოეყოს დაფინანსება იმ ყველაზე გადაუდებელი საჭიროებებისთვის, რომლებიც ქვეყანას ამჟამად აქვს. ჩვენი გუნდები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, მხარეებმა ზამთრისთვის მოსამზადებლად დამატებითი ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებიც განიხილეს.

საუბარი შეეხო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსაც. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში უკრაინის პროგრესი დადებითად შეფასდა და მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გახსნა და შესაბამისი თავების დახურვის პროცესის დაწყება.

ამასთან, ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა აბუ-დაბიში დაგეგმილ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პოზიციები შეაჯერეს.

„ბოლო დღეებში ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდებმა ნაყოფიერად იმუშავეს აღდგენის გეგმასა და ევროპის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე. ურსულასთან ერთად ასევე შევაჯერეთ პოზიციები აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სამმხრივმა ფორმატმა შედეგი გამოიღოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა