80 წლის ასაკში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ნემო ბურჭულაძე 1990–1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი იყო „ეროვნული ფრონტი – რადიკალური კავშირიდან“. იგი იკავებდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას და იყო პრეზიდიუმის წევრი.
ნემო ბურჭულაძე 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.