მარკო რუბიო: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთიც უნდა ეთანხმებოდეს, რათა მათ იმუშაოს
ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დაფინანსებაში სამართლიანი წვლილის შეტანისკენ მოუწოდებს და ფინანსური გადაწყვეტილებების დაბლოკვაზე მიანიშნებს
ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
რომან გოცირიძე: რატომ გადააქვს ეროვნულ ბანკს რეზერვების 15% ჩინურ იუანში და ხომ არ იზღვევს ამით ივანიშვილი საკუთარ თავს?
ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი

ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დაფინანსებაში სამართლიანი წვლილის შეტანისკენ მოუწოდებს და ფინანსური გადაწყვეტილებების დაბლოკვაზე მიანიშნებს

ნახვები: 224 ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დაფინანსებაში სამართლიანი წვლილის შეტანისკენ მოუწოდებს და ფინანსური გადაწყვეტილებების დაბლოკვაზე მიანიშნებს

 

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის ფინანსურ დახმარებაში სამართლიანი წვლილის შეტანისკენ მოუწოდებს. გერმანული მედიის ცნობით, მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას წერილი გაუგზავნა, რომელშიც მიანიშნებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გერმანიამ შესაძლოა ევროკავშირის სხვა ფინანსური გადაწყვეტილებები დაბლოკოს.

წერილში საუბარია 45 მილიარდ ევროზე, რომელიც ევროკავშირმა უკრაინის 2027 წლის დაფინანსების დეფიციტის შესავსებად უნდა უზრუნველყოს.

„უკრაინისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნის ზოგადი დადასტურება ამ პრობლემის გადაჭრისა და სხვა საკითხების განხილვის წინაპირობაა, განსაკუთრებით ფინანსური შედეგების მქონე საკითხებისა“, – აღნიშნავს მერცი.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის ფინანსური ტვირთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სამართლიანად უნდა განაწილდეს.

„უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და ეს პრინციპი ამ მხარდაჭერის ტვირთის განაწილებაზეც უნდა ვრცელდებოდეს“, – აცხადებს მერცი.

ამასთან, კანცლერი მოითხოვს, რომ ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის მდგრადი, მრავალწლიანი დაფინანსების მექანიზმი განისაზღვროს.

მერცი ანტონიო კოშტას მოუწოდებს, უკრაინის დაფინანსების საკითხი 13 ნოემბერს დუბლინში დაგეგმილი ევროკავშირის არაფორმალური სამიტის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქციოს.

ევროკომისიის შეფასებით, უკრაინის 2027 წლის ფინანსური დახმარების დეფიციტი 70 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც 45 მილიარდი ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა