მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ

ნახვები: 227 ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და ქართველ სპორტსმენებს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

„მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, – წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილის განცხადებით, მას და ქართველ მოჭიდავე საბა ლაზიშვილს ინტერვიუს ჩაწერის დროს რუსი MMA-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.

დვალიშვილის თქმით, თავდამსხმელები მათ ზურგიდან მიუახლოვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები მოგვიანებით სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა