მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს

ნახვები: 209 ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს

 

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ომში ჩართვისგან დასაცავად. ამის შესახებ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ხოშტარია ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოში სარეკლამო რგოლებს ავრცელებს. რეკლამებით ქართველ მამაკაცებს სამშენებლო სამუშაოებს, მაღალ ანაზღაურებასა და რუსეთის მოქალაქეობის სწრაფად მიღებას ჰპირდებიან, თუმცა საბოლოოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, სრულიად დადასტურებულად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ექსპერიმენტით, ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სარეკლამო რგოლებს საქართველოს მოქალაქეების მათ მხარეს, ტერორისტულ ომში ჩათრევის მიზნით“, – წერს ხოშტარია.

მისი შეფასებით, ეს არ არის ჩვეულებრივი კომერციული რეკლამა. ხოშტარია მიიჩნევს, რომ საქმე ეხება რუსეთის მიზანმიმართულ ქმედებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

„დროას“ ლიდერი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს. მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული პრეტენზიებისა, მათ მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის ვალდებულება აკისრიათ.

„თქვენ, დე ფაქტო, აკონტროლებთ ძალაუფლების ბერკეტებს. ეს გაკისრებთ ვალდებულებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეზე“, – აღნიშნავს ხოშტარია.

წერილში ის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევებსა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს. ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფო ინტერესების შესახებ საუბარს აზრი არ აქვს და მათ უშუალო პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„უბრალოდ მიგითითებთ თქვენს მყისიერ ვალდებულებაზე – დაიცვათ ადამიანები ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ომში ჩართვისგან“, – წერს ის.

ხოშტარია ასევე მიმართავს სამართალდამცავ სისტემაში მომუშავე ომის ვეტერანებს. მისი თქმით, რუსეთის გავლენა იმდენად გაძლიერდა, რომ საქართველოს მოქალაქეების საკუთარ მხარეს ომში ჩართვას ცდილობს, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები კი ამაზე არ რეაგირებენ.

„თავს უფლებას არ მივცემ, რაიმე პოლიტიკური მოწოდებით მოგმართოთ. პატივს ვცემ თქვენს გავლილ ბრძოლას და თქვენს თავდადებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის“, – აღნიშნავს ხოშტარია.

ის ვეტერანებს მოუწოდებს, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედონ მოქალაქეების დასაცავად.

„საჯარო მოქმედებასაც არ გთხოვთ. უბრალოდ, სინდისის კარნახითა და თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედეთ, რომ მერე მთელი ცხოვრება ეს დუმილი სანანებელი არ გქონდეთ“, – წერს ელენე ხოშტარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა