ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ
ზელენსკი: ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ომის შესაჩერებლად დონბასიდან უნდა გავიდეთ, თუმცა ასე საუბარი მიუღებელია
თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის კაცი დააკავეს – დანაშაულს სავარაუდოდ ქონებრივი დავა უძღოდა წინ
გოჩა მირცხულავა: ჩვენ დღეს ვისმენთ ეკლესიის საზარელ დუმილს - ვის დაუპირისპირდა მეუფე იობი - ხელისუფლებას თუ საპატიარქოს?!
გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვით ოპოზიციის გაქრობასა და დიქტატურის გაფორმებას ცდილობს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თქვენი სტანდარტით, საქართველოში ათზე მეტი პარტია შეიძლება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს – რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკურ პლურალიზმს?
დავით არახამია: აბუ-დაბის მოლაპარაკებები ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა ახალ წლამდე გამოსავლის პოვნის იმედი გვაქვს

დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

ნახვები: 205 დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

 

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, მისი წამების მიზანი პირადი ტელეფონის პაროლის მოპოვება იყო. ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა და განაცხადა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

აღნიშნული განცხადება ფეიქრიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა ადვოკატმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

ფეიქრიშვილის მტკიცებით, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, ვატო ყიფიანი და შოთა ყიფიანი მასთან საკანში ტელეფონების გასახსნელად შეუშვეს. მისი თქმით, მათ გიჩო მარგველაშვილს დაურეკეს, რომელმაც ვიდეოკამერის საშუალებით მისი პირადი ტელეფონი აჩვენა და პაროლის გამხელა მოსთხოვა.

„გიჩო აჩვენებდა ტელეფონებს. ამ დროს მე უკვე ნაცემი და ნაწამები ვიყავი. მე ვეუბნებოდი, რომ თუ პოლიციას ენდომებოდა, გახსნიდა. მიპასუხეს – არა, ჩვენ გვინდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ შენ მართალი ხარ. ვითომ ჩემს მხარეს იყვნენ“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები საკანში ყოველგვარი საკარანტინო პროცედურის გარეშე შეუშვეს. ფეიქრიშვილი ამტკიცებს, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი ქმედება იყო და მისი იზოლირება ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობის შეზღუდვას ემსახურებოდა.

„ჩემი წამების მოტივაცია იყო ჩემი ტელეფონი. პროკურორის პასუხისმგებლობაა, რომ ტელეფონი დალუქული უნდა ყოფილიყო. მე რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები. ისინი შემოიყვანეს პარასკევს, რომ ორშაბათამდე ხმა ვერ მიმეწვდინა“, – განაცხადა მან.

ფეიქრიშვილის თქმით, მომხდარის შემდეგ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, მოგვიანებით კი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. მისი მტკიცებით, გადაადგილების დროსაც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რათა მომხდარის შესახებ ვერავისთვის ეცნობებინა.

„მე რომ გავყავდი, გოცირიძე და შოთა ყიფიანი ციხის თანამშრომლებთან ერთად დამყვებოდნენ, რომ ვინმესთვის რაიმე არ მეთქვა. იზოლირებული ვყავდი. ერთადერთი შანსი ის იყო, რომ ორშაბათამდე გამეძლო, რომ ადვოკატი შემოსულიყო“, – აღნიშნა ფეიქრიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ადვოკატმა, რომელთანაც 11-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა, მის დაცვაზე უარი თქვა.

„ნდობა ამ პროკურორის მიმართ ნულია“, – განაცხადა დავით ფეიქრიშვილმა.

მოსამართლემ პროკურორის აცილების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა