კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 32,1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

ნახვები: 300 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 32,1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

 

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 32 071,5 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1 190,1 მლნ ლარით მეტია.

დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება იზრდება. ყველაზე დიდი ზრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს. უწყების ასიგნებები 2026 წლის გეგმასთან შედარებით 811,2 მლნ ლარით იზრდება და 10 479,8 მლნ ლარს შეადგენს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 225,8 მლნ ლარით გაიზრდება და 2 928,0 მლნ ლარს მიაღწევს. კულტურის სამინისტროსთვის 370,0 მლნ ლარია გათვალისწინებული, ხოლო სპორტის სამინისტროსთვის – 382,0 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებისთვის 3 296,9 მლნ ლარია გათვალისწინებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 1 015,0 მლნ ლარს შეადგენს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის კი 1 457,0 მლნ ლარია გამოყოფილი.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 145,0 მლნ ლარს შეადგენს, იუსტიციის სამინისტროსთვის 490,4 მლნ ლარია გათვალისწინებული, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის – 232,8 მლნ ლარი, ხოლო თავდაცვის სამინისტროსთვის – 1 965,0 მლნ ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მომავალ წელს 1 680,0 მლნ ლარი იქნება. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ თანხაში პოლიციელთა ხელფასების ზრდაც არის გათვალისწინებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა