Russia loses 2,262 more soldiers in war against Ukraine
Trump adds Ukraine to joint statement with NATO chief urging restraint in war escalation
Ukraine foils Russia`s `Bear`s Corner`encirclement plan in Kharkiv region – military spox
SSU detains serviceman suspected of guiding Russian strikes at Ukraine’s Defense Forces in Donetsk region
ბათუმში დაკავებული ყველა თურქი გულშემატკივარი გათავისუფლებულია – ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ვითარების გამწვავების საფრთხე აღმოფხვრილია
ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე: „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, სამართალდამცველების მოქმედება პროპორციული იყო
ზელენსკი: უკრაინის შორი მოქმედების დარტყმებმა რუსეთის ნავთობობიექტებს, სამხედრო აეროდრომებსა და იარაღის მწარმოებელ საწარმოებს მიაღწია
უეფა ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე: სამართალდამცველები სექტორში თავად გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდნენ

ბათუმში დაკავებული ყველა თურქი გულშემატკივარი გათავისუფლებულია – ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ვითარების გამწვავების საფრთხე აღმოფხვრილია

ნახვები: 217 ბათუმში დაკავებული ყველა თურქი გულშემატკივარი გათავისუფლებულია – ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ვითარების გამწვავების საფრთხე აღმოფხვრილია

 

ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებული დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქი გულშემატკივრების სამშობლოში შეუფერხებელ დაბრუნებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოციალურ ქსელში წერს.

პატარაძის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენები თურქეთის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილა. მისი თქმით, ქალაქში ვითარება მშვიდია და შემდგომი ესკალაციის საფრთხე სრულად აღმოფხვრილია.

„ამ დროისათვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, – აცხადებს პატარაძე.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის ელჩს განუმარტა, რომ მატჩის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ნაწილი პროვოკაციულად იქცეოდა და სამართალდამცველებს ფიზიკურად უპირისპირდებოდა.

„მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა“, – წერს პატარაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, თურქ გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოუჩინეს პროვოკაციული შინაარსის ბანერები, რომელთა საჯაროდ გამოფენას, მისი შეფასებით, დამატებითი დაპირისპირების გამოწვევა შეეძლო.

„აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი“, – აღნიშნავს პატარაძე.

მისი მტკიცებით, ქართული პოლიციის მოქმედებები პროპორციული იყო და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა“, – აცხადებს პატარაძე.

მისივე შეფასებით, სამართალდამცველების მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა დაპირისპირების შეჩერება, ვითარების დარეგულირება და პროცესზე სახელმწიფო კონტროლის აღდგენა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა