SSU detains serviceman suspected of guiding Russian strikes at Ukraine’s Defense Forces in Donetsk region
ბათუმში დაკავებული ყველა თურქი გულშემატკივარი გათავისუფლებულია – ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ვითარების გამწვავების საფრთხე აღმოფხვრილია
ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე: „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, სამართალდამცველების მოქმედება პროპორციული იყო
ზელენსკი: უკრაინის შორი მოქმედების დარტყმებმა რუსეთის ნავთობობიექტებს, სამხედრო აეროდრომებსა და იარაღის მწარმოებელ საწარმოებს მიაღწია
უეფა ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე: სამართალდამცველები სექტორში თავად გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდნენ
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიას ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა
Ukrainian aviation strikes Russian troop hub in Huliaipole
Russian plans to reach Kramatorsk and Sloviansk by winter completely foiled – military

უეფა ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე: სამართალდამცველები სექტორში თავად გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდნენ

ნახვები: 226 უეფა ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე: სამართალდამცველები სექტორში თავად გულშემატკივრებს შორის შეტაკების შესაჩერებლად შევიდნენ

 

უეფას განცხადებით, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს თურქ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველები „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სექტორში თავად გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკების აღსაკვეთად შევიდნენ.

ორგანიზაციის განმარტებით, გავრცელებული ზოგიერთი ინფორმაციის საპირისპიროდ, პოლიციის ჩარევა სწორედ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა, რის შემდეგაც ვითარება გამწვავდა და მატჩი დროებით შეჩერდა.

უეფა ასევე განმარტავს, რომ მატჩის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის გადაწყვეტილება თურქეთის შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციებისა და მითითებების საფუძველზე მიიღეს.

კერძოდ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას აცნობა, რომ ევროპა ლიგის შეხვედრა „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე ვერ გაიმართებოდა. იმავე შეტყობინებაში ბათუმის სტადიონი შეთანხმებულ ალტერნატიულ ადგილად იყო მითითებული.

ამასთან, უეფა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მატჩის ორგანიზებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი არ ყოფილა.

„როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, არც ეს შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი: უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი, შესაბამისად, მას არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა უსაფრთხოების საკითხებზე და არც მათზე კონტროლი ჰქონდა. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებითა და მათ მიერ, საკუთარი უფლებამოსილებისა და იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უეფას ცნობით, სტადიონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საქართველოს შესაბამისი ორგანოების კომპეტენციაში შედიოდა.

„ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება, რამაც მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სექტორში ჩაერია, რათა აღეკვეთა თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბათუმში მომხდარი ინციდენტების შემდეგ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აკინ გიურლექმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას დაუკავშირდა და დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. მან ასევე მოითხოვა ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა