პროკურორი - როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ ძალადობისთვის
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
Merz shows Trump on map why Ukraine's front line must not move west
სასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი რეგიონის გამოწვევა მარტივი არ არის, გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა
War update: 144 clashes on front over past day, intense fighting in Pokrovsk, Huliaipole sectors
Russian army loses another 980 soldiers and 32 artillery systems in war against Ukraine
French activist: Bucha crimes turned support for Ukraine into clear position

გიორგი ჭანტურია:ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია

08.04.2024 ნახვები: 2673

"ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ყოველთვის იგრძნობა მხურვალე აპლოდისმენტები, მაყურებლის გვერდში დგომა. ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია და მე ვგრძნობ, რომ „მოდი ნახეს“ დასში, „მოდი ნახეს“ დასის წევრები გრძნობენ ამ სიყვარულს და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება", -ამის შესახებ "ნეიშენ ჯორჯიასთან" თეატრ "მოდი ნახე"-ს მსახიობმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა. 

გიორგი ჭანტურიამ, სპექტაკლში, „თეთრი ბაირაღები“ შოშიას როლი შეასრულა. რას ჰყვება მსახიობი როლზე, პროფესიაზე, სტუდენტობაზე და „თეატრ მოდი ნახე“-ზე

გიორგი ჭანტურია:

მე ვარ გიორგი ჭანტურია, შოშიას როლი. პროფესიით, სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის ხარისხი, ახლა ვსწავლობ სოციალურ მეცნიერებებზე, დოქტორანტურაზე, მომავალ წელს სადისერტაციო ნაშრომს, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ საკვლევი თემა მაქვს თეატრის როგორც სოციალური მოვლენა. შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში გახლავართ მაგისტრატურის სტუდენტი ავთო ვარსიმაშვილის ჯგუფში სარეჟისორო ფაკულტეტზე.

იმის გათვალისწინებით, რომ შენ თეატრალურში სწავლობ, რამდენად საინტერესო პროფესიით, არამსახიობებთან ერთად სცენაზე დგომა?

ეს ადამიანები იმდენად ღრმად არიან თეატრალურ სფეროში ჩაფლულები და იმდენად ღრმაა მათი ინტერესი და ვგულისხმობ რას, რეალურად ეუფლებოდე უნივერსიტეტში სხვა პროფესიას და ამ დონეზე ასრულებდე სცენაზე როლს, ეს ნიშნავს იმას რომ დროის მენეჯმენტი განსაზღვრო ისე, რომ ყველაფერი მოასწრო  (კარგად მოგახსენებთ თეატრს, რამდენი დრო სჭირდება).  ჩემთვის, როცა სცენაზე ვდგავარ ვერ ვგრძნობ იმას, რომ რომელიმე მათგანი არის არაპროფესიონალი. მათი ენთუზიაზმი და დამოკიდებულება ქართული თეატრის მიმართ იმდენად დიდია, რომ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საუკეთესო პარტნიორები არიან სცენაზე.

შოშია, ის პერსონაჟია, რომელიც  სცენასა თუ კინოში არა ერთს გზის უნახავს ქართველ მაყურებელს, რისი თქმა უნდა გიორგის შოშიას? ვინ იყო დღეს შოშია?

ძალიან საპასუხისმგებლო იყო სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამაზ ჩხიკვაძის შემდეგ მე შევჭიდებოდი ამ პერსონაჟს, მესწავლა მისი გრძნობათა ბუნება, მისი მთავარი იდეა აღმომეჩინა და მიმეწოდებინა მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა რთული მოცემულობა იყო ჩემთვის. ვეცადე, რომ ჩემს პერსონაჟს თავისი სიმართლე ჰქონოდა და ის დაემტკიცებინა იმ ადამიანებისთვის, მასთან ერთად ვინც არის საკანში. ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმართლე, შევეცადე რომ ჩემს შოშიას, საკუთარი მორალური პრინციპები, სიმართლე და თავი კბილებით დაეცვა. მინდოდა, რომ მისი შეხედულებები ყოფილიყო იმდენად გულწრფელი, რომ ეს ადამიანი მართლა ფიქრობს რომ მილიონის მოპარვა მართლა შეიძლება, მართლა ფიქრობ რომ როგორ არჩინოს ოჯახი ისე თუ არ მოიპარავს, მინდოდა ის სიმართლის მარცვალი მეპოვა, რომლითაც შოშიას, სჯერა რომ მართალია.

როგორც გიორგი რას ფიქრობ, სად გადის სიმართლის ხაზი შოშიას ნაწილში?

ადამიანი, რომელიც ამბობს რომ ყველაფერი რაც 30 წლის განმავლობაში ენატრებოდა, 10 წელიწადში აქცია ცხადად, ადამიანი, რომელიც მიეჩვია კარგ ცხოვრებას, უცებ ხვდება ოთხ კედელ შუა, ხვდება რომ ყველაფერი რაც მისთვის საოცნებო იყო და აისრულა, დღეს ისევ საოცნებო გაუხდა, აქედან გამომდინარე აქვს დიდი დისკომფორტი. ამიტომ აქვს ეს პროტესტანტული განწყობა ყველაფრის მიმართ. ცხოვრებისგან არის გაბოროტებული ეს კაცი, იმიტომ რომ ყველაფერი დაკარგა ის რაც მთელი ცხოვრება უნდოდა რომ ჰქონოდა, შეიძინა თუმცა აღარ აქვს და არც იცის რა ელოდება.

რატომ უნდა ვნახოთ, „მოდი ნახეს“ სპექტაკლები?

ის გულწრფელობა რომელიც ამ სცენიდან გამოსჭვივის, არ მინდა მიკერძოებულობაში ჩამეთვალოს, იმიტომ რომ ჩემი თეატრია და ჩემი დასი, ჩემი მეგობრები არიან და ჩემი უსაყვარლესი ადამიანია ჩვენი თეატრის, სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი. იმდენად მართალია აქედან წამოსული სიტყვა, იმიტომ რომ იმდენად სჯერათ არტისტებს იმისი რასაც აკეთებენ, თეატრი ხომ შეთანხმებული ტყუილია ისედაც, მაყურებელი მოდის შეთანხმებული ტყუილის სანახავად, ამ დროს როცა შენ გულწრფელად, მართალ, შიშველ ემოციას სთავაზობ ეს არის თეატრი ჩემთვის, როდესაც იმპულსი იბადება. მე გამოვუშვი ემოცია შენთან, მაყურებელთან, მაყურებელმა დამიბრუნა და შეიკრა იმპულსი.

ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ყოველთვის იგრძნობა მხურვალე აპლოდისმენტები, მაყურებლის გვერდში დგომა. ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია და მე ვგრძნობ, რომ „მოდი ნახეს“ დასში, „მოდი ნახეს“ დასის წევრები გრძნობენ ამ სიყვარულს და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება.

 

სტატია ვრცლად:უდანაშაულო აქ ორი ადამიანია - თეთრი ბაირაღები სტუს-ს სცენაზე

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა