იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
ანრი ოხანაშვილმა თეონა აქუბარდია და თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გააძევა, პაატა მანჯგალაძემ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ანა ნაცვლიშვილი - გაძევება არ მჭირდება, პროტესტის ნიშნად თავად დავტოვებ დარბაზს
ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს - სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ
ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა
საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი, ქეთი თურაზაშვილი, ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი - ანრი ოხანაშვილი კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციის დეპუტატებს აძევებს

„ოცნების" გეგმა - „არეულობა!“ და მხარდასაჭერად გაცემული 35 მილიონიანი ავანსი

04.05.2024 | 11:35 ნახვები: 1793

ისევ ე.წ. რუსული კანონი. ისევ საზოგადოების გამოცდა. ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ისმის კითხვა - რატომ? რა საჭიროება არსებობს ახლა ხელისუფლებისთვის ამ კანონის მიღების? რას ემსახურება „ქართული ოცნების“ მიერ კანონის რეანიმაცია და რისკზე წასვლა?  რა ისეთი არსებითი პრობლემა აქვს ხელისუფლებას,  რომლის გადაჭრა/გადაწყვეტის აუცილებლობა ქმნის ამ კანონის რეანიმაციის დომინანტს? დიახ, კითხვები საკმაოდ ბევრია, რომელსაც ასევე კითხვით შეიძლება ვუპასუხოთ - სხვა რა გამოსავალი აქვს?

ეს არის ქრესტომათიული მაგალითი, როდესაც ადამიანი არ არის დამოუკიდებელი და მას უხდება იმ ფუნქციის შესრულება, რომელსაც ახლა ბიძინა ივანიშვილი ასრულებს. ის არის სხვა ქვეყნის ემისარი საქართველოში და მისი ამოცანა არ არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარება.

ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად თავისი განუზომელი შესაძლებლობისა, არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომლის ბედი ნამდვილად არ არის შესაშური. ისტორიულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ასეთი ადამიანების ბოლო არასოდეს არ არის კეთილი.

ივანიშვილის არჩევანი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება. მას აღარ აქვს თავისუფალი მოქმედების საშუალება. ის ვეღარ შეინარჩუნებს მეცენატი და ქველმოქმედი კაცის იმიჯს. მას ამის ფუფუნება აღარ აქვს და ნელ-ნელა ხალხის წინაშე წარდგება რეალური სახით და იმ რეალური მისიით, რომელიც მას ჰქონდა ამ ქვეყანაში.

„ოცნების" გეგმა არ არის რთული გამოსაცნობი. ამ კანონთან ერთად, მათ დაარეგისტრირეს კანონპროექტი ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ. „ოცნების“ მიზანია, რომ ეს რუსული კანონი და ეს ლგბტქ თემის პროპაგანდა მოაქციოს ერთ პაკეტში.

როდესაც თავიდან ლგბტქ თემა ააგორეს, ოპოზიციის ტაქტიკა იყო აბსოლუტურად გამართლებული - არ წამოეგნენ.  შესაბამისად, ეს თემა დარჩა ყურადღების მიღმა.

ახლა ერთ პაკეტად დარეგისტრირებით შეეცდებიან როგორღაც, ამ წინა საარჩევნოდ, საზოგადოებაში მოახერხონ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება.

ახლა მინდა შეგახსენოთ „მოულოდნელად“ საპატრიარქოსთვის გადაცემული დამატებით 35 მილიონის შესახებ, რომელიც ვითომდა მათ განათლების სისტემაში წავიდა.  არა, ეს 35 მილიონი სწორედ იმისთვის არის გადაცემული ავანსად (!), რომ ამ დაპირისპირებაში საპატრიარქო აქტიურად უნდა იყოს ჩართული როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ყველა იმ ინსტრუმენტით, რომელიც ეკლესიას გააჩნია.

----

ძალიან მარტივად შეგვიძლია წავიკითხოთ „ოცნების“ გეგმები, რომელიც ფსბ-ში იწერება. ჩვენ კარგად ვიცით, რა სქემებით მუშაობს ფსბ. ამიტომ ძალიან მარტივად შეგვიძლია გამოვიცნოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები - არეულობა!

რუსეთს აქვს ამოცანა, რომ საქართველოში შეინარჩუნოს ეს ხელისუფლება,  რადგან აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს ძალაა მისი მთავარი დასაყრდენი.

გარდა ამისა, რუსული კანონი რუსეთისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

იმ ქვეყნებში, რომელიც რუსეთს მონიშნული აქვს თავის გავლენის სფეროებად, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, შესაძლებელი ხდება, ყველა ანტირუსული აქტორის განეიტრალება, მედიით დაწყებული, დამთავრებული სამოქალაქო აქტივისტებით და არასამთავრობო ორგანიზაციებით.

სწორედ ამას მოჰყვება შემდეგ ურთიერთობების იმ ფორმის აღდგენა, რომელიც არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი.

ყველამ ვიცით, რომ რუსეთის მიზანია ახალი საბჭოთა კავშირის ვერსია, ოღონდ არა კომუნისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული, არამედ ახალი გეოპოლიტიკური პროექტის შექმნა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება რელიგიური ნაციონალიზმი. როგორც ხედავთ, ეს პროცესები ძალიან თვალსაჩინოდ მიმდინარეობს.

კონკრეტული მაგალითი -  რელიგიის საქმეთა სააგენტოს თავმჯდომარემ გააკეთა წარმოუდგენლად სახიფათო განცხადება, როდესაც ვერ მოხერხდა შეთანხმება, ადიგენის მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის.

სახელმწიფომ ისინი უკვე მერამდენედ გადააგდო. ძალიან სახიფათო იყო ეს განცხადება - მოვლენებზე, რომელიც განვითარდება, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ მუსლიმ თემს.

არ გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნოდ, მათ აუცილებლად გამოიყენონ რელიგიური ნაციონალიზმისთვის დამახასიათებელი ყველა წინააღმდეგობა და, შესაბამისად, ამითაც შექმნან დესტრუქციული ვითარება ქვეყანაში. ძალიან ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ.

არჩევნებამდე ხელისუფლებას სჭირდება მაქსიმალური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დესტაბილიზაციის შედეგად მათ დაიწყონ დაჭერები, მკაცრი ადმინისტრირება გაატარონ. შესაბამისად, არჩევნები ჩაატარონ ისეთ გარემოში, როდესაც მათ საერთოდ აღარ ეყოლებათ ოპონენტი და მარტივად მოიგებენ არჩევნებს.

---

ამ ფონზე პირადად ჩემთვის და საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილისთვის მნიშვნელოვანია მოსამართლეთა ვეტინგის საკითხი. ჩვენთვის პრობლემა რომ არ იყოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება, არ იარსებებდა არც ჩემი და არც უამრავი ადამიანის პრობლემა. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისათვის, რეალურად  მოსამართლეთა თემა არის ყველაზე უფრო მტკივნეული საკითხი, რომელსაც არც საზოგადოება თმობს და არც დასავლეთი. ამიტომ ასეთ გამწვავებაზე წასვლა განაპირობა იმან, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი დათმობს მოსამართლეების საკითხს, მაშინ ძალაუფლებასაც უნდა შეელიოს. ეს მისთვის არის წარმოუდგენელი.

ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რა არჩევანს აკეთებს ივანიშვილი, რას უნდა, რომ გადააყოლოს ამ ქვეყნის მომავალი. ვეტინგის თემაში აუცილებელი გახდება საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა. სხვაგვარად ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ.

თითოეულმა და კოლექტიურმა მურუსიძემ კარგად უნდა იგრძნონ, რომ მათი ბედი ივანიშვილზე კი არა, ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

---

ორიოდე სიტყვა ოპოზიციაზეც. ოპოზიცია შეეცადა შეექმნა საკუთარი დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი უკავშირდებოდა მოსახლეობისთვის იმის მკაფიოდ ჩვენებას თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა, რა ფასებია საწვავზე, საკვებზე, წამლებზე.

ოპოზიცია არ წამოეგო ხელისუფლების დღის წესრიგს და მაშინვე დასჭირდა ხელისუფლებას იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც ახლა დგამს, რათა ისევ თავის დღის წესრიგში დააბრუნოს პოლიტიკურ სივრცეში.

ცხადია, ოპოზიციაც არ არის ერთგვაროვანი და ის ძალიან ფართო და ჭრელია. შესაბამისად, მათი კოორდინირება იქნება საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელი და ეს დაკვეთა უნდა მოდიოდეს საზოგადოებისგან. მათ სხვა გამოსავალი არ უნდა დარჩეთ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებაზე.

მიმაჩნია, რომ დიდი წნეხია საჭირო მოსამართლეთა ვეტინგის საკითხზე. ახლა ეს არის კონკრეტული თემა, რომლის მოგებითაც ჩვენ შეგვიძლია ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგათ არჩევნების მოგებისკენ!

ავტორი: ლელა ჯეჯელავა

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა