ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება

ნახვები: 223 ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის მიმართ აჩვენებს, რომ მისთვის საარჩევნო ბანერის დაზიანება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია.

„როდესაც „ქართული ოცნება“ სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს, უნდა შეხედოს, რა დამართა ელენე ხოშტარიას. საერთოდ რატომ ზის ელენე ხოშტარია ციხეში, რა დააშავა? იმის გამო, რომ ბანერზე მარკერით რაღაც დააწერა? ანუ „ქართული ოცნებისთვის“ ბანერი და მარკერი უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლე. კრიმინალი ელენე ხოშტარია არ არის. ეს არის იმის მაჩვენებელი, სადამდე შეუძლია „ქართულ ოცნებას“ მივიდეს, რომ არაფერი ჰუმანური და ადამიანური მასში არ არის. ელენეს ამ მდგომარეობამდე მიყვანა პირდაპირ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა წითლიძემ.

პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გეგმური სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს. კლინიკაში ის ეტლით შეიყვანეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხოშტარია რამდენიმე თვის წინ კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა, საიდანაც 27 სექტემბერს რუსთავის ქალთა ციხეში დააბრუნეს.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის – „რუსული ოცნება“ – გაკეთების გამო დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას გულისხმობს.

სასამართლომ თავდაპირველად 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდაზეც ხოშტარიამ უარი განაცხადა. მოგვიანებით მოსამართლე გიორგი არევაძემ ის დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა