ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region
Ukraine seeks to expand participation in special tribunal on Russian aggression, Karasevych says
Military personnel can order NRK amphibious vehicles through Brave1 Market
Two State Emergency Service bomb disposal experts killed during demining operation in Sumy region
Russia holds captive journalists in inhumane conditions, subjects them to torture – Lubinets
Ukraine seeks European partners’ help with buses and generators, Bezgin says

ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან

ნახვები: 161 ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თეთრი სახლი ამერიკის ტრადიციულ მოკავშირეებს შორდება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კი დათმობებზე მიდის.

ამის შესახებ ობამამ ჯორჯიის შტატში, დემოკრატი სენატორის, ჯონ ოსოფის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ისეთ ძირითად მოკავშირეებს ვშორდებით, როგორიც კანადაა, თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ობამას შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური კურსი აზიანებს ამერიკის ურთიერთობებს მის მოკავშირეებთან და უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ქვეყნის პოზიციას ასუსტებს.

წყარო: Newsweek

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა