ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region
Ukraine seeks to expand participation in special tribunal on Russian aggression, Karasevych says
Military personnel can order NRK amphibious vehicles through Brave1 Market
Two State Emergency Service bomb disposal experts killed during demining operation in Sumy region
Russia holds captive journalists in inhumane conditions, subjects them to torture – Lubinets
Ukraine seeks European partners’ help with buses and generators, Bezgin says

ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს

ნახვები: 264 ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გეგმური სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს. პოლიტიკოსი კლინიკაში ეტლით შეიყვანეს.

როგორც „დროას“ პრესსამსახურში აცხადებენ, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, თუმცა იგი სრულად არ გამოჯანმრთელებულა და პერიოდულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

„როგორც შეთანხმდნენ, დაახლოებით თვეში ერთხელ გადაჰყავთ კლინიკაში შემოწმებაზე. თვეში ერთხელ უწევს კონკრეტული პრეპარატის გაკეთება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ნორმალურია. რომ ვთქვა, გამოჯანმრთელდა, ასე არ არის. ამ დროისთვისაც თოდუას კლინიკაშია“, – განუცხადეს პარტიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხოშტარია რამდენიმე თვის წინ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, საიდანაც 27 სექტემბერს რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მან ბანერს წარწერა „რუსული ოცნება“ გაუკეთა.

პოლიტიკოსს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

ხოშტარიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მოგვიანებით, მოსამართლე გიორგი არევაძემ იგი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა