ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

ნახვები: 251 ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

გათავისუფლების შემდეგ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის ძალისხმევამ, საზოგადოების მხარდაჭერამ და საერთაშორისო ზეწოლამ განაპირობა.

„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ“, – განაცხადა ჩუბინიძემ „ნეტგაზეთთან“.

მისივე თქმით, ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებდა და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გეგმავდა.

„მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა მოიტანა ეს შედეგი“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გამოცემა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.

პროკურატურის მტკიცებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.

ჟურნალისტს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა