14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

საოცნებო სინქროფაზოტრონი

10.07.2020 | 11:10 ნახვები: 995

 

ქუთაისში ავტოქარხნის ფართოდ დაანონსებული მშენებლობა გაურკვეველი დროით შეჩერდა - პროექტი, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ გიგანტური პიარ-კამპანია ააგო, როგორმოსალოდნელი იყო,  ჩავარდა...

არც არის გასაკვირი... ისევე, როგორც ფანტასტიკის სფეროდანაა მოსახლეობის მრავალწლიანი დაბოლება“ „შტადლერისმატარებლების ქარხნის საქართველოში აშენებასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მსხვილფეხა რქოსანი“ „ქოცჩინოვნიკი, რომელმაც რკინიგზაში მაღალი პოსტი 2009 წელს გრეჩიხისტებისმიტინგებზე ჭარბი აქტიურობის გამო მიიღო, თავის ფეისბუქგევრდზე“ წერდა - „უამაყესი ვარ!!! შტადლერის ქარხანა აშენდება საქართველოში!“

წესით, ნორმალური ხალხი ჯერ ააშენებდა და მერე იამაყებდა, თუმცა სად არიან იქნორმალურები..

წლები გავიდა, შტადლერისქარხანა წარსულს ჩაბარდა და ის, ალბათ, ძველებურადუამაყესია“...

ეს და მრავალი სხვა უტოპიური პროექტი დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი თვისების თვალსაჩინო გამოვლინებაა.

ქართულო ოცნებაორ პარალელურ რეალობაში ცხოვრობს. ერთია ის, რაც სინამდვილეში არის. ის, რასაც ქოცმეთაურებირეალურად ფიქრობენ და როგორც აღიქვამენ საკუთარ ქვეყანას - უპერსპექტივო, მცირე, უმნიშვნელო, გაუნათლებელი, ჩამორჩენილი სოფლური ერი, ჭამა-სმა, კაი ბიჭები, ქურდები, ბირჟა, ბევრი ორღობემწერალ-პოეტი, ცოტა ინჟინერი და პროგრამისტი, ელიავას ბაზრობა და გარე ვაჭრუკანებითბილისიმეტროსადგურებთან.

ყველამ თავი დაგვანებეთ, პატარები და უტვინოები ვართ, რას გვერჩით?!“ - ესაა რეალური საოცნებო საქართველოს დევიზი.

მეორეა ის, რისშეტენვასაცისინი წინასაარჩევნოდ ცდილობენ. საქართველო, როგორც მოწინავე სახელმწიფო, ქარხნებით, მაღალი ტექნოლოგიებით, სხვადასხვა რეიტინგში პირველი ადგილებით, ცათაბჯენებით...

არარეალისტური იდეები  ჩვენში დიდი იშვიათობა არაა - ოქროს კოშკების აგება წინა ხელისუფლებასაც უყვარდა, თუმცა მიშა იდეალისტია და მისი მხრიდან ასეთი აღმაფრენები გასაკვირი არც იყო. ზოგმა ასეთმა იდეამ იმუშავა კიდეც - თუნდაც ტურიზმის განვითარება. ალბათ, ყველა გვახსოვს, როგორც დასცინოდა სააკაშვილის კუდაბზიკა-უსაქმური საქართველო, როდესაც ის თბილისის ტურისტულ ცენტრად გადაქცევაზე ლაპარაკობდა:

ეს გიჟია, რას ლაპარაკობს, თვითონაც არ იცის...

თუმცა, „ქართული ოცნება, თავისი ვაჭრუკანული მიდგომით, წარმოუდგენლად შორსაა ყველანაირი იდეალიზმისგან და ცათაბჯენების საქართველო მისთვის მხოლოდ წინასაარჩევნო ლოზუნგია.

როგორც რუსები ამბობენ, რა თქმა უნდა, ცუდია ის რიგითი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს, თუმცა ყველა თამამი იდეა ოდნავ მაინც რეალობასთან ახლოს უნდა იყოს.

რა და რა არ გავიგონეთ ხელისუფლებისგან ამ წლების განმავლობაში - ავტოქარხანა, მზის პანელების წარმოება, შტადლერისქარხანა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში... მეტიც, გახარია ქვეყანას ადრონული კოლაიდერის აშენებასაც  დაპირდა.

და ეს მაშინ, როდესაც დღეს მსოფლიოში სულ 7 მოქმედი კოლაიდერია და გაცილებით მდიდარი და მაღალტექნოლოგიური ქვეყნებისთვისაც კი ფუფუნებად ითვლება.

ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - ორღობეპოლიტიკური პარტია მაღალტექნოლოგიურ წარმოებებს პირდება ქვეყანას, რომელიც პლასტმასის ვედროს ვერ აწარმოებს და რომელსაც სურსათის 70% იმპორტული აქვს.

საქართველო უკვე ჩამოყალიბდა მომხმარებელ, პარაზიტ ქვეყანად, სადაც სტუდენტების უმრავლესობა ბიზნეს-მენეჯმენტს და საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს, მაღალი კლასის შემდუღებლები კი თურქეთიდან ჩამოჰყავს.

რა თქმა უნდა, მაღალი ტექნოლოგიები ძალიან კარგია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს  - დღეს ქართველ ერს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის არც საორგანიზაციო შესაძლებლობები აქვს, არ - ტექნიკური და არც - გონებრივი. ყველაფერს თავისი თანმიმდევრულობა აქვს - მასობრივი უსაქმურობიდანშტადლერისქარხანაში ვერ გადახები.

ჯერ უნდა დაიწყოს მარტივი წარმოება  - კვების პროდუქტები, მსუბუქი მრეწველობა და ათასი სხვა წვრილმანი. ასე ყალიბდება ის, რაც ქართველებს არ გააჩნიათ  - ინდუსტრიული ერის მენტალიტეტი და შრომის კულტურა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ქვეყანაში სერიოზული მრეწველობის შექმნა.

ოღონდ, ნუ მელაპარაკებითქუთაისის ინდუსტრიაზე“... სატვირთო მანქანებზე, რომლებიც ქარხნიდან გასვლამდე ნაწილ-ნაწილ იშლებოდა...

ეჭვგარეშეა, რომ უბადრუკ ქოცებსამის არც სურვილი აქვთ და არც - უნარი.

ჯობია, ილაპარაკონ კოლაიდერზე ქუთაისში - ეს უფრო მარტივია, ვიდრე დღეში10 საათი და წელიწადში 7-დღიანი შვებულების პირობებში მუშაო, როგორც ჩინეთში და სამხრეთ კორეაში, რომლებმაც მაღალი დისციპლინით და ფანატიკური შრომით მოახერხეს გარღვევის მოხდენა.

, ისე, ერთი იდეა მაქვს: კოლაიდერი ცუდად ჟღერს, ძალიან მარტივად. ასე არ ივარგებს.

კოლაიდერს კიდევ ერთი სახელი აქვს - სინროფაზოტრონი. ასე ბევრად უკეთესია. გაცილებით უფრო მისტიკურად და ამოუცნობად ჟღერს. სინროფაზოტრონი კოლაიდერს ისევე ჯობია, როგორცტრანსპაენტულობაგამჭირვალობას, ან სენსიტიურობა- მგრძნობელობას.

გოიმებს უფრო მოეწონებათ. მართლია, კოლაიდერს და სინროფაზოტრონს შორის მცირე სხვაობა, მაგრამ „ქოცსარდლებისთვისდა მათი მრევლისთვის ეს უმნიშვნელო დეტალია.

ააშენეთ ქუთაისში საოცნებო სინროფაზოტრონი. იქნებ, ამასობაში ქვეყანამ პლასტმასის ტაშტის გამოშვება ისწავლოს!

თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა