ამინდი 5 მაისს
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers

ყველა მიხვდება სად დაიწერა პატრიარქის წერილი, სად ჰყავს უკრაინას ისეთი ღვთისნიერი ხელისუფლება როგორც ჩვენ - გოჩა მირცხულავას მორიგი კრიტიკა საპატრიარქოს

03.25.2023 | 21:32 ნახვები: 2688

 "ამ წერილით ერთმნიშვნელოვნად არის აღიარებული, რომ საპატრიარქო არა თუ არ კითხულობს ტომოსს, არც კი გადაუშლიათ და შესაბამისად არც აღიარებს არაფორმალურადაც კი უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. 
 
"საქართველო კათალიკოს პატრიარქის მიმართვა მსოფლიო პატრიარქისადმი არის უკრაინის სახელმწიფო და საკუთრივ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევა.
"ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ" -წერს პატრიარქი და ამით აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ ესმის საკუთარი მოსახლეობის და ზოგადად რელიგიური კონტექსტი. (დიახ, სად მოვა უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელმაც მაგალითად დღეს, ავტოკეფალიის აღდგენა მოგვილოცა და არსად ახსენა, რატომ გახდა აღსადგენი და ვინ მოგვიშალა ავტოკეფალიაა. სად ჰყავს უკრაინას ისეთი ღვთისნიერი ხელისუფლება როგორც ჩვენ.)
ამ წერილით ერთმნიშვნელოვნად არის აღიარებული, რომ საპატრიარქო არა თუ არ კითხულობს ტომოსს, არც კი გადაუშლიათ და შესაბამისად არც აღიარებს არაფორმალურადაც კი უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას. უფრო მეტიც სწორედ ონოფრეს მოიხსენებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად და აღნიშნავს - "დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა".
ამავდროულად ონოფრეს გამოსარჩლება, რომელიც არის კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი (მოსკოვის საპატრიარქო), რომელიც თითქოს გაემიჯნა მოსკოვის საპატრიარქოს მაგრამ ამავდროულად მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ტაძრები იარაღის საცავად და დივერსანტების თავშესაფრად აქცია, ცოტაზე მეტად უხერხულია.
ეგეც არ იყოს, როდესაც ამაზე საუბრობს საქართველოს პატრიარქი, მაშინ როდესაც აქ, საქართველოში, უამრავი სხვადასხვა აღმსარებლობის საკულტო ნაგებობა აქვს მითვისებული საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ჭკუას ასწავლის უკრაინის საერო და სასულიერო ხელისუფლებას კიევისა და პეჩორის ლავრის კუთვნილებაზე, ცოტაზე მეტად უხერხულია.
უფრო მეტიც, ლამის 30 წელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქოსთვის არ უთხოვია არანაირი თანადგომა აფხაზეთში ქართული ტაძრებისა და იქ ქართველი ბერ-მონაზვნების საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ. თუმცა, აბა ამას როგორ ითხოვდნენ, როდესაც აფხაზეთი ფაქტობრივად გადაცემული აქვთ მოსკოვის საპატრიარქოსთვის. (2018 წელს ვწერდი ჯერ კიდევ ამაზე)
რატომ არ მიმართა პატრიარქმა მამაშვილური რჩევით იმავე საკითხზე ეპიფანეს? იმიტომ, რომ არ აღიარებს.
თან ყველაზე უხერხული ის არის, რომ წერილი ეგზავნება მსოფლიო პატრიარქს, რომელსაც ლამის ყველა ბრუნვაში ლანძღავს ჩვენი სასულიერო პირებს მნიშვნელოვანი ნაწილი და ამას ხელს სწორედ საპატრიარქო და პატრიარქის პოზიცია უწყობს.
გავახსენეო საპატრიარქოს ბოლო პერიოდში მსოფლიო პატრიარქისთვის მოწყობილი არა ერთი ობსტრუქცია?
და ისევ თემას დავუბრუნდეთ - ჩემი პირადი აზრით, ონოფრეს განდგომა მოსკოვის საპატრიარქოდან პოლიტიკური ფარსია. თუ ფარსი არ არის, გამოდის რომ ონოფრე არ არის მოსკოვის საპატრიარქოს ნაწილი, არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას და მაშინ ის არის სექტა - არავის მიერ არაღიარებული. თუმცა როგორც ვხედავ - მოსკოვის საპატრიარქოს დავალებით მომზადებული მიმართვით, ეს სექტა უკვე აღიარა საქართველოს საპატრიარქომ.
და ეს სცენარი რომ ძველია? ახლა მალე მოსკოვის საპატრიარქო გამოაქვეყნებს წერილს საქართველოს პატრიარქის მიმართვის მხარდასაჭერად არა?
აი, კრეტაზე რომ არ წავიდნენ და მერე მოსკოვის საპატრიარქომაც უარი თქვა იმის გამო, რომ ქართველ ძმებს დაუჭირა მხარი.
ასეთი გაჭრილი კარტითაც არ შეიძლება თამაში, თეთრი ძაფით ნაკერია ეს ყველაფერი.
ჰო, მართლა, GOOGLE-თი მაინც არ გეთარგმნათ ეს წერილი.
ნებისმიერმა ჩასვით ქართული ტექსტი და თარგმნეთ რუსულად, რუსულიდან ქართულად.... ფილოლოგებმა კიდევ თავიანთ ენაზე წაიკითხონ და ყველა მიხვდება წერილი სად არის დაწერილი....
მეუფე შიო - ჭიტაააა!", - წერს მირცხულავა 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა