სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა
General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024
After Russian attack on Odesa, Ambassador Brink emphasizes importance of strengthening Ukraine's air defense
Strike on Odesa injures 14 people, RMA shows aftermath
Polish EU Presidency to focus on Ukraine's reconstruction and European integration - Duda
U.S. imposes new sanctions on Russia and countries helping it produce weapons
Zelensky: Ukraine is preparing seven more security agreements with partners

აზროვნების დეკოლონიზაცია!

06.14.2023 | 10:54 ნახვები: 1223

ბორის ჯონსონი მის საკმაოდ სასაცილო წითელყვავილებიან შორტებში,, რომელიც ძალიან წააგავდა გოგლიკოს შორტებს თუ ტრუსებს ფილმიდან "გასეირნება ყარაბაღში", ქუჩაში გამოვიდა და ქუჩის გამყიდველისგან რაღაც იყიდა!
რა დაცვა, რისი ამპარტავნება... უშუალობა, უბრალოება...
წარმოგიდგენიათ ლექტორი, რომელიც უნივერსიტეტში დაცვით დადის?!
გგონიათ ასეთები არ არსებობენ?!
აბა, ირაკლი კობახიძე ვინ არის?! ლექტორი რომელიც უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად დაცვით დაიარება! ვისგან სჭირდება ლექტორს დაცვა?! სტუდენტებისგან?!
კარგი რა.. მარტო ლექტორი ხომ არ არის ამხელა დეპუტატი კაციაო - ვიცი იტყვიან! და დეპუტატს ვისგან სჭირდება დაცვა?! ხალხისგან?! ამომრჩევლისგან?!
კი მაგრამ რას ასწავლის ან აკეთებს ამისთანას, რომ სტუდენტებისგან დაცვა დასჭირდა?! ან რით აწყენინა ასე ამომრჩეველს, რომ დასაცავი გახდა?!
ან რა თანამდებბა უჭირავს ირაკლი კობახიძეს ისეთი, რომ მის დაცვაზე იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული?! თანამდებობრივად ის რიგითი დეპუტატია!
როცა ურუგვაის პრეზიდენტად აირჩიეს ხოსე მუხიკას ერთი ძველი ხოჭო "ფოლკსვაგენი" ყავდა... როცა პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა... მაშინაც! მისი ხელფასი 12500 დოლარშ შეადგენდა თვეში და აქედან, იმდენს იღებდა, რომ ეცხოვრა, როგორც საშუალო ურუგვაელს, დანარჩენს საქველმოქმედო ფონდებში რიცხავდა...
მაგრამ რა ხდებოდა მის დროს ურუგვაიში?! მისი პრეზიდენტობის დროს ურუგვაი ვითარდებოდა და... მდიდრდებოდა! არა, მუხიკა კი არა, ურუგვაელი ხალხი მდიდრდებოდა! და დღეს მსოფლიოში "ურუგვაის სასწაულზე" საუბრობენ. რომელმაც ეს ჩამორჩენილი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულად აქცია ლათინურ ამერიკაში!
ჩვენ გვინახავს გერმანიის ფინანსთა მინისტრი, რომელიც სახელმწიფო ავტომანქანით არ სარგებლობს მიუხედავად იმისა, რომ მის ანუ გერმანიის ხაზინაში 1000-ჯერ მეტი ფული ინახება ვიდრე ქართულში...
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს ჩინოვნიკის რა რანგისაც არ უნდა იყოს ის სახელმწიფო მანქანით მომსახურება!
მე ვიცნობ შვეიცარიის პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელფასის სახით რიგით მასწვლებლებზე 10%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ... ავსტრიაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საფინანსო სფეროს ხელმძღვანელთა შეხვედრისას ვენის ტყის ხოირიგერში მითამადია აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, უბრალო კაცისთვის, რომელსაც ყველაფერი აინტერესებდა, ადამიანისთვის რომელიც ერთ დროს 2 ტრილიონ დოლარს განკარგავდა (დღევანდელ 7-8 ტრილიონს) და მის ცოლს ისე მოეწონა ქალების სადღეგრძელო, რომელიც მონიკა ლევინსკის ჯინაზე ვთქვი, რომ ამერიკაში მეპატიჟებოდა!
ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით დასავლელი პოლიტიკოსები და მაღალი რანგის ჩინოვნიკები უბრალო ხალხია, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიტიკოსებზე ბევრად დიდი სახელმწიფოები, ხაზინები, პოლიცია, ჯარი, ბანკი აბარიათ, მათ არ ემსახურება არც მანქანები... არ სარგებლობენ სახელმწიფო აგარაკებით...
მე ეს ქალი არ მიყვარდა და არ მიყვარს, მაგრამ ანგელა მერკელი კანცლერობის შემდეგ დაბრუნდა მის სამოთახიან ბინაში და სრულიად უბრალო ხალხტან ერთად სადილობს მისი სახლის წინ პატარა რესტორანში ჩვენში "ზაბეგალოკას" რომ ვეძახით!
საინტერესოა, ხოსე მუხიკაზე, ანგელა მერკელზე რამდენად მეტი დამსახურება აქვთ საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩვენს დეპუტატებს და მინისტრებს, რომლებიც პრესტიჟულ უბნებში სახლებს იშენებენ რომლის თითო სართულის ფართი მინიმუმ 500 მ2-ია, აუცილებლად ლაუნჯ-ბარით და ბასეინით, რომელშიც წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის მოწყობაც კი შეიძლება?!
მუხიკას დროს ურუგვაი აშენდა! რამდენადაც არ უნდა მეჯავრებოდეს მერკელი მან გერმანია რამდენიმე უმძიმეს კრიზისში ისე გამოატარა, რომ გერმანია დარჩა მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკად...
საქართველო?! რა სიაშია საქართველო?! განვითარებადი ქვეყნების, საიდანაც ადამიანები ისე გარბიან თითქოს მურვან-ყრუს ჯარი მოსდევდეს უკან...
ჩვენებს რომ კითხავ, ყველა იმას გეუბნება, რომ ან მშობლების ნაანდერძალით ან ბანკის კრედიტით აკეთებენ ამ ყველაფერს!
მაპატიეთ მაგრამ... ვინმეს გჯერათ ამისი?! ვისაც გჯერათ, იმათთან არაფერი მაქვს სალაპარაკო! ნუ გააგრძელებთ ამ ესსეს კითხვას!
მითუმეტეს, ეს საუბარი იმიტომ კი არ წამომიწყია, რომ ვიღაცეების უკანონოდ(!) გავიმეორებ უკანონოდ(!) შეძენილ ქონებაზე ვისაუბრო! მე არავისი მშურს! პირიქით, მეცოდება ეს მონური სულის ადამიანები, რომელთა მთავარი საზრუნავი ქონებაა!
მე ვახერხებ ვიცხოვრო ისე, როგორც მომწონს... თავისუფალი კაცი ვარ.. მიყვარს თავგადასავალი და ვმოგზურობ, ყვინთვა შემიყვარდა! წყალქვეშ სულ სხვა სამყაროა... ზღაპარია! ჩაყოფ თავს და ზღაპარსი ხარ.. ამოყოფ და... ეეჰ! მიუხედავად იმისა კარგად ვცურავ... სამჯერ ვიხრჩობოდი... აქედან ორჯერ ბალეარის ზღვაში... ვწერ, კარგ მუსიკას ვუსმენ, კარგ წიგნებს ვკითხულობ, მიყვარს ფერწერა და მსოფლიოში ცოტა დარჩა დიდი მუზეუმი, სადაც არ ვყოფილვარ. მიყვარს კარგი ღვინო და ქეიფიც... ისიც ქართველებს რომ უყვარდათ, სანამ ნარკოტიკებს ანაცვალებდნენ! და ყველაფერ ამისთვის რა თქმა უნდა ცოტ-ცოტას და ხანდახან ცოტა მეტსაც ვშრომობ კიდეც...
მე ეს საუბარი დავიწყე არა იმისთვის, რომ ვიღაცის მექრთამეობაზე გესაუბროთ, ეგ პროკურატურის თანამშრომლებმა ისაუბრონ საკუთარ ბრიფინგებზე!
მე მინდა გაჩვენოთ, რა განსხვავებაა თავისუფალ სამყაროში შობილ და კოლონიალური აზროვნების მქონე ადამიანთა აღქმას შორის!
ღვთის მადლით საქართველოში არ ყოფილა ისეთი განწყობანი, რომ ქართველებს შერცხვენოიდათ ქართველობის, როგორც ვთქვათ ვიგრძენი ბიშკეკში, ხალხთა კონგრესზე ყოფნისას, სადაც ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლეს კომისარატს წარმოვადგენდი. ყირგიზი ხალხის ალბათ საუკეთესო შვილი ჩინგიზ აიტმატოვი და მისი მომხრენი მიიჩნევდნენ, რომ ყირგიზებისთვის აუცილებელი იყო ბილინგვა და ყირგიზი კაცისთვის კი სამყაროს შეცნობა მხოლოდ რუსული ენით და რუსული სამყაროდან იყო შესაძლებელი!
მე ჩინგიზას არც პროზას გადავურევივარ ოდესმე, მაშინაც კი, როცა ძალიან პოპულარული იყო და არც მისი პოზიცია მომეწონა!
საქართველოში კი იყო ქართული ენის ნაცვლად სახელმწიფო ენად რუსული შემოტენვის მცდელობა, მაგრამ ქართული ახალგაზრდობის და საზოგადოების მცდელობით ესეც განეიტრალდა!
ერთი სიტყვით, ქართველთა უდიდესი ნაწილისთვის არ იყო დამახასიათებელი, რომ მათ შერცხვენოდათ ქართველობის, მაგრამ ამასთან ერთად ქართველები აღმოჩნდნენ ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტად აღმოჩნდა ინტეგრირებული ჯერ მეფის რუსეთის და შემდეგ საბჭოთა რუსულ სისტემაში!
ქართველმა ყველა სხვა ერზე უკეთ შეითვისა კოლონიალური არსებობის "სიკეთენი" და აუღო ალღო ამ სისტემას, თანაც ისე, რომ კოლონიად საქართველო ცოტას თუ მიაჩნდა და თუ მიაჩნდა კიდეც... როგორც ერთ პოეტ კლასიკოს-გენერალზე ითქვა... მაგრამ "სამშობლო ამ კარგსაც, ზოგჯერ ფეხებზე ჰკიდია"!
სწორედ ქართველნი აღმოჩნდნენ საბჭოთა 15 რესპუბლიკას შორის ყველაზე კონფორმისტები!
მე ადრე დავწერე "მამათა და შვილთა ბრძოლის" შესახებ, რაც ახლაც მიდის საქართველოში და ეს ბრძოლა იყო მაშინაც, მე 19-ე საუკუნის 60-იან 70-იან წლებში , როცა ქართველი ახალგაზრდობის ერთი ნაწილი დაუპირისპირდა "მამებს", რომლებიც მზად იყვნენ საკუთარ კეთილდღეობაზე და ჩინ-მენდლებზე გაეყიდათ ქართველი ერის ინტერესები! აბა, საქართველო როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი, მიუხედავად რუსთმადიდებელთა მოსაზრებისა, რომ საქართველო რუსეთმა შეკრა, უკვე აღარ არსებობდა. და როგორ შეეძლო რუსეთს შეეკრა არარსებული?!
ასეთი სულელური მოსაზრების არსებობაც კი იმას ნიშნავს, რომ ქართველთა ერთ ნაწილს, სულაც არ ეხამუშებოდა რუსეთის კოლონიად ყოფნა! პირიქით! მომგებიანად მიაჩდა რუსეთის კოლონიად დარჩენა!
აღარ არის ქართული სახელმწიფო და აღარც მისი დაცვის ან შენების ვალდებულება არსებობს! არარსებულზე პასუხისმგებლობა არ არსებობს! ხარ დამოუკიდებელი და... ნახე რამხელა პასუხისმგებლობა დაგაწვა?! დამოუკიდებელი ხარ და უნდა მოუარო ქვეყანას!
არადა, უზარმაზარი რუსეთის ერთ ძუძუს ძაღლის ლეკვივით პირში მოგდებაა საჭირო და წოვე... - მიაჩნდა ქართველს და ბევრს ისიც მიაჩნდა, რომ რუსი კი არა თავად იყო ბატონი, როცა პირში მოიგდებდა დოიარკა ვალიას და ვახტიორშა გალიას სარძევე ჯირკვლის თავებს!
არ გეგონოთ, ეს რაღაც გადამეტება ან მხოლოდ ვიღაც რიგითი უბირების აზროვნებას ეხება! ეს არის გაშიშვლება იმ მეტ-ნაკლებად ფარული შეხედულებებისა, რომელიც ქართულ საზოგადეობაში ტრიალებდა და სამწუხაროდ, ტრიალებს დღესაც!
დიახ, იყვნენ და დღესაც ბლომად არიან ისეთები, რომლებიც აღარ მალავენ მსგავს ფიქრებს!
"არ გინდოდათ რუსის ქალის ძუძუს წ... ახლა წოვეთ რუსის კაცის ..." - ასე მიმართა 1993 წელს აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ უშიშროების მინისტრად დანიშვნის დროს პირველ თათბირზე იგორ გიორგაძემ ამ თათბირზე შეკრებილ ხელმძღვანელობას!
ის გულისხმობდა უზარმაზარი რუსეთის ქართული საზოგადოების იმ რწყილად ან მიმიკრიად ქცევას, რომელმაც უნდა მოახერხოს დიდი რუსეთის ჯაგრიან-ბინძურ ტანზე იპოვოს კაპილარი ან ძუძუ, იქიდან წოვოს სისხლი ან რძე და ასე იარსებოს უკუნითი უკუნისამდე!
ნახეთ რა ადვილია?! იქეცი პარაზიტად და წოვე! აბა, საკუთარი სახელმწიფოს შექმნას, მშენებლობას, მის მოვლა-პატრონობას უზარმაზარი შრომა და პასუხისმგებლობა სჭირდება! არ სჯობია... იპოვე ძუძუ...
მაინც რატომ დავიწყე ეს სტატუსი "ლექტორით", რომელიც უნივერსიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი დაცვით ( ნონსენსი!! "ლექტორი უნივერსიტეტში დაცვით"!) დაიარება?!
იმიტომ, რომ ესეც "რუსული სტანდარტია"! ესეც კოლონიალიზმის გადმონაშთია, თორემ ხომ მოგიყვანეთ მაგალითები, როგორ ცხოვრობენ ის დიდი პროგრესული სახელმწიფო მოღვაწენი, ვინც საკუთარ თანამდებობეზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე კი არა, ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრობენ?!
კორუფცია არის ყველგან, ყველა სახელმწიფოში! საკუთარი კეთილდღეობის სახელმწიფოს ხარჯზე მოწყობასაც ყველგან ფიქრობენ, მაგრამ გაინტერესებთ რა განასხვავებს რუსეთს ამერიკისგან და ევროპის განვითარებული ქვეყნებისგან?
კორუფციის კატასტროფული მასშტაბები!
ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, როცა რუსული ისტორიის მამას და მისი ისტრიის პირველ გამყალბებელს კარამზინს კითხეს, რა იყო რუსეთის იმპერიის ისტორიაში მთავარი მან გასცა მოკლე პასუხი - «Воруют»! "იპარავენ!" იპარავდნენ საუკუნეობით!
მოდით ვნახოთ რას წერდა რუსი სენატორი ფიშერი:
საკანცელარიო უტიფრობა ოდითგან წარმოადგენდა ქრონიკულ წყლულს რუსეთის ტანზე. ნიკოლოზის დროს (იგულისხმება ნიკოლოზ I) ამ უტიფრობამ მიიღო სწორი ფორმები ! ადრე ეს უტიფრობა მოქმედებდა, როგორც კანონდარღვევა, ახლა ამ "უტიფრობამ" (Наглость) დაიწყო კანონების წერა, რომლებიც ხელს უწყობენ ქურდობას! საკანცელარიო ვირთხები ღამის უკუნში ხრავენ სახლმწიფო მანქანას!"
საოცარი იყო ბარონ დე კიუსტინის მეტამორფოზა რუსეთში! ის ჩავიდა რუსეთში, როგორც მონარქისტი და იქ ეძებდა მისი მონარქისტული იდეების გამართლებას და რუსეთიდან საფრანგეთში დაბრუნდა ჩამოყალიბებულ რესპუბლიკელად!
მან აღწერა შემთხვევა, როცა რაღაც საქმის საკეთებლად მისულ კაცს ჩინოვნიკმა ქრთამი მოსთხოვა! იმ კაცმა უთხრა, მოდი ამ ქრთამის ნახევარში გამიკეთე ეს საქმე და არავის ვეტყვი, რომ ქრთამი აიღეო!
მოდი, ორჯერ მეტი მომეცი, რა თანხაც დაგისახელე იმაზე და თუ გინდა ყველა ორღობეში ილაპარაკე, რომ ქრთამი მომეციო! - უპასუხა ჩინოვნიკმა.
ეს ბარონ კიუსტენს ეკუთვნის ფრაზები:
- რუსეთში მდიდრები არ არიან ღარიბების თანამოქალაქეები.
- რუსეთის ეს ნამდვილი წყლულია ჩინოვნიკთა არმია. ეს ბატონები თავადაზნაურობის მსგავსს ქმნიან...“.
მოდით, თანამედროვე ეპოქას დავუბრუნდეთ!
როგორ ფიქრობთ თუ არა კორუფცია, როგორ წარმოიშვა რუსეთში ამდენი მილიარდერი?! რაიმე ახალი ფაბრიკა-ქარხნები ააგეს თუ რაღაც ახალი პროდუქტები და სისტემები მოიგონეს?!
კიდევ კარგი რუსეთში კორუფცია ყვავის და ამის გამო არსებობდა ქაღალდზე მილიონიანი რუსული ჯარი, ათეულათასობით ტანკი, რაკეტები, რომლებიც თვითმფრინავი და სწორედ კორუფციამ შექმნა პუტინის საამაყო ჰიპერბგერითი რაკეტა "კინჟალი", რომელიც პუტინის ბაქიბუქით ვერაფერს უნდა დაეჭირა და ერთ საღამოს ჩვეულებრივმა ამერიკულმა "პატრიოტმა" ჩამოაგდო კიევის თავზე რუსლ არსენალში არსებულის ნახევარზე მეტი!
იმაზე რა დონის მაშტაბები აქვს რუსეთში კორუფციას მეტყველებს თუნდაც ის, რომ პეტერბურგის ლესგაფტის სახელობის უმაღლესმა სპორტსკოლამ მეტი მილიარდერი შვა, ვიდრე ჰარვარდის უნივერსიტეტმა!
ამ მასალის მიბაძვაზე ამოიზარდა ქართული კოლონიალური სულიც... იშოვე მანამ, სანამ თანამებობაზე ხარ! ეს არის ქართული პოლიტისტებლიშმენტის და ბიუროკრატიის მამოძრავებელი იდეა!
ამიტომ იქცა პარლამენტი ბიზნესინკუბატორად, სადაც არაიშვიათად შედიან ჯიბეგახვრეტილნი და გამოდიან მილიონერებად, რომლებიც იშენებენ სახლებს ლაუნჯ-ბარებით, საბილიარდოებით, აუზებით...
სამარცხვინოა თქვენი სასახლეები!
ეს არის რუსულიდან ქართულში გადასული ქართული კოლონიალური მენტალიტეტი!
გვეშველებაო რამე?! - დღეს სხვა ესსესთან დაკავშირებით მკითხეს!
ეს კითხვა არ მიყვარს! მეტიც ვერ ვიტან!
მაგრამ არ მინდა მოგატყუოთ! იმ გზით თუ ვიარეთ და არ მოვახდინეთ ჩვენი ტვინის დეკოლონიზაცია, მაშინ... არაფერი!
ისე კი... ცხოვრება წამია! ამიტომ დაცვის გარეშე იარეთ ბიჭებო! ან აწი მაინც მოიქეცით ისე, რომ დაცვა აღარ გჭირდებოდეთ!

ავტორი: ბესიკ ლაგვილავა

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა