ამინდი 5 მაისს
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers

ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა

06.20.2023 | 12:13 ნახვები: 410

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის“ დამტკიცების მთავარ მიზანს საქართველოში მოქმედი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიზნით რეგულირება წარმოადგენს.

სებ-ის განმარტებით, წესი ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოთხოვნებს, ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის შესაფერისობის კრიტერიუმებს, სათავო ოფისის, ფილიალების, თვითმომსახურების კიოსკის, ელექტრონული სისტემის და  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით (AML/CFT) მოთხოვნებს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ვალდებულებებს, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების და სახელმძღვანელოს შესაბამისად.

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი” 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

სებ-ის ცნობით, აღნიშნული წესი (დანართებით) ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა