დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

გამოაშკარავებული მევახშეები

08.10.2023 | 15:01 ნახვები: 640

პირველად სატელევიზიო სივრცეში და მხოლოდ, “სფერო TV”-ის ეთერში ექსკლუზიურად მხილებულია იმ მევახშეების სახელები და გვარები ვინც ათასობით მოქალაქეს წლების განმავლობაში ატერორებს და ბინებიდან ასახლებს. სფერო TV-ის მიერ იდენტიფიცირებულია ქვეყნის მასშტაბით ცნობილი 32 მევახშის სახელი და გვარი, თქვენ აქ გაიცნობთ მევახშეებს და გაიგებთ ყველაფერს მათი თაღლითური სქემების შესახებ. ასოციაციამ უკვე 32 მევახშე ამხილა.

თვითმკვლელობამდე მიყვანილი ადამიანები და უკანასკნელი საცხოვრისიდან უკანონო გამოსახლებები – სწორედ ამ ქმედებების უკან დგანან “სფერო TV”-ის მიერ გამოაშკარავებული მევახშეები, ისინი წლების განმავლობაში ატერორებდნენ და ერთადერთი საცხოვრისიდან ასახლებდნენ იმ დაზარალებულებს, რომლებსაც “იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია” წლების განმავლობაში იცავს. ორგანიზაცია, უკვე 700 დაზარალებული ოჯახის ინტერესებს იცავს, სამწუხაროდ მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება.

 

მევახშეების მხილებათა სერიის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა, მოქალაქეების გაფრთხილება და დამნაშავე მევახშეების იდენტიფიცირება, რათა საზოგადოებამ გაიცნოს და უფრთხილდეს თითოეულ მათგანს, რათა ქვეყანაში დაზარალებულთა რიცხვი შემცირდეს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ექსკლუზიურად , მხოლოდ “სფერო TV”-ის ეთერში მოისმინოს იდენტიფიცირებული მევახშეების დანაშაულებრივი სქემების დეტალები და იხილოს მათი რეალური სახე, რომლებზეც ,,სფერო TV”-ის გუნდი ინტენსიურად მუშაობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა