დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

ნათია თურნავა - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

08.24.2023 | 16:29 ნახვები: 372

სსფ-ი ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მასთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ წარმომადგენელთან საქართველოში, ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც სებ-ის მენეჯმენტი ესწრებოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას, ასევე, სსფ-ის ტექნიკური დახმარების საკითხებს. ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ხელს უწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას.

„ეროვნულმა ბანკმა არაერთი თანმიმდევრული და ადეკვატური ნაბიჯი გადადგა გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ. სებ-ის მხრიდან სათანადო პოლიტიკის  გატარებამ ხელი შეუწყო ინფლაციის მოლოდინების მართვასა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას. ინფლაცია ივლისში  0,3% – მდე შემცირდა, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე საკმაოდ დაბალია, მაშინ როცა საბაზო ინფლაცია 3.1%-ს შეადგენდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა