აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking
ამინდი 4 მაისს

თურნავას ახალი ბრძანება - სანქცირებული პირების SWIFT გადარიცხვების სკრინინგის და ბლოკირების წესი განისაზღვრა

10.11.2023 | 14:00 ნახვები: 336

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო ფინანსური სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ახალი ბრძანება გამოსცა. წესი ბანკებს საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ის ოპერაციების სკრინინგს და სანქცირებულ პირებთან მიმართებით გადარიცხვების ბლოკირებას შეეხება. ამასთან, განმარტებულია, რომ ეს წესი არ შეეხება საქართველოს შიგნით საბანკო გადარიცხვების სისტემა RTGS-ით განხორციელებულ ოპერაციებს, ანუ შიდა საბანკო გადარიცხვებს.

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ახალი წესი გამომდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 4 აგვისტოს ბრძანებიდან, რომელიც სანქციების რეჟიმის აღსრულების წესებს ადგენს.

BMG-იმ ეროვნული ბანკს მიმართა კითხვით რა სახით იმოქმედებს ეს ბრძანება საქართველოს მოქალაქე სანქცირებულ პირებზე, რომლებზეც სებ-მა საგამონაკლისო წესი განსაზღვრა. 

ნათია თურნავას ბრძანება შემდეგ წესს განსაზღვრავს:

მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების  სკრინინგის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების  სკრინინგის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (შემდგომში – „SWIFT“) შეტყობინებების სკრინინგის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება.
2. ეს წესი  განსაზღვრავს  SWIFT შეტყობინებების კატეგორიებსა და ველებს, აგრეთვე, სიებს, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს სკრინინგი და სკრინინგის განხორციელების პროცესისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოთხოვნებს.
3. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და  მიკრობანკებზე (შემდგომში – „ბანკები“).
4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ოპერაციების SWIFT შეტყობინებაზე (კატეგორია 1-იდან (category 1 (series 1xx)) კატეგორია 9-მდე (category 9 (series 9xx)). ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება SWIFT MX შეტყობინებების (ISO 20022) ეკვივალენტურ შეტყობინებებზე.
5. ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი SWIFT შეტყობინების სკრინინგის სათანადო კონტროლები და სკრინინგის სისტემა, რათა უზრუნველყონ სრულად შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.
6. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) გამოყენებით განხორციელებულ ოპერაციებზე.
7. საკორესპონდენტო ურთიერთობის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება როგორც საქართველოში მოქმედი კორესპონდენტი ბანკების, ასევე რესპონდენტი ბანკების მიმართ.

მუხლი 2. სიები, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს სკრინინგი

1. ბანკებს ევალებათ SWIFT შეტყობინებების სკრინინგი განახორციელონ სულ მცირე შემდეგ სიებთან მიმართებით:
ა) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებთან;
ბ) ბანკების შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებთან, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიებისა.
2. ბანკებმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სანქციათა რეჟიმების (შემდგომში – „სანქციათა რეჟიმები“) გათვალისწინებით უნდა შეიმუშაონ დამატებითი სიები, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს SWIFT შეტყობინებების სკრინინგი (ორგანიზაციული რისკის ანალიზისა და რისკის აპეტიტის გათვალისწინებით). აღნიშნული სიები უნდა ითვალისწინებდეს:
ა) გეოგრაფიულ დასახელებებს, რომლებიც მოიცავს ქვეყნებს და მათ კოდებს ISO 3166-1 სტანდარტის შესაბამისად, სანქციათა რეჟიმების ქვეშ მყოფ რეგიონებს, ქვეყნის ან რეგიონის ძირითად ქალაქებს, პორტებს და აეროპორტებს;
ბ) საკვანძო სიტყვებს, რომლებიც უკავშირდება სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სავაჭრო შეზღუდვებს და სექტორულ სანქციებს;
გ) სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული ბანკების BIC მისამართებს.
3. ორგანიზაციული რისკის ანალიზისა და რისკის აპეტიტის გათვალისწინებით, ბანკები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ სია, რომელიც ითვალისწინებს სანქციადაკისრებული პირების ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრებს (ფქსსნ – ISIN), სანქცირებულ ISIN-ებს.

მუხლი 3. SWIFT შეტყობინების სკრინინგი

1. ბანკები ვალდებულნი არიან განახორციელონ ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებული როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ოპერაციების ამ წესის დანართი №1-ით  გათვალისწინებული SWIFT შეტყობინებების სკრინინგი.
2. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული MT103, MT202, MT202COV კატეგორიების SWIFT შეტყობინებების სკრინინგი უნდა განხორციელდეს ავტომატურად. ბანკები ვალდებულნი არიან ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული სხვა კატეგორიის/კატეგორიების SWIFT შეტყობინებების სკრინინგის პროცესი წარმართონ იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკი და უზრუნველყონ პროცესის ეფექტურობა.
3. ბანკები უფლებამოსილნი არიან არ განახორციელონ ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული გადარიცხვის ოპერაციების დროს MT202COV კატეგორიის SWIFT შეტყობინებების სკრინინგი, იმ შემთხვევაში, თუ ახორციელებენ გადარიცხვის ოპერაციის შესაბამის MT103 კატეგორიის სკრინინგს, MT103 და MT202COV SWIFT მესიჯის გენერირება ხდება ერთდროულად, ავტომატურ რეჟიმში და შეუძლებელია MT202COV SWIFT მესიჯის ველის/ველების მოდიფიცირება. სხვა შემთხვევაში, ბანკები ვალდებულნი არიან მოახდინონ ამ წესის დანართი №4-ით გათვალისწინებული შესაბამისი ველის/ველების ავტომატური სკრინინგი. ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი შესაბამისი პროცესი იმისთვის, რომ გადარიცხვის MT103 SWIFT მესიჯის სკრინინგის სისტემის მიერ დამატებით შესწავლისთვის შეჩერების შემთხვევაში, ავტომატურად შეჩერდეს დაკავშირებული MT202COV SWIFT მესიჯი.
4. ბანკები უფლებამოსილნი არიან ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული MT103, MT202, MT202COV კატეგორიების SWIFT შეტყობინებების 70 (Remittance Information) და 72 (Sender to Receiver Information) ველების სკრინინგი განახორციელონ მანუალურად, თუ უზრუნველყოფენ ორგანიზაციული რისკის ანალიზისა და შესაბამისი SWIFT შეტყობინების რაოდენობის გათვალისწინებით პროცესის ეფექტურობას. 
5.  იმ SWIFT შეტყობინებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ წესის დანართი №1-ით, ბანკებმა თავად უნდა შეაფასონ SWIFT შეტყობინების სკრინინგის საჭიროება სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება არაავტორიზებულ SWIFT შეტყობინებებზე.

მუხლი 4. SWIFT შეტყობინებების ველების სკრინინგი

1. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული MT103, MT202, MT202COV კატეგორიების SWIFT შეტყობინებების მიმართ ბანკები ვალდებულნი არიან განახორციელონ ამ წესის დანართი №2-ით, დანართი №3-ით და დანართი №4-ით გათვალისწინებული ველების სკრინინგი.
2. ბანკები უფლებამოსილნი არიან SWIFT შეტყობინებების ნაცვლად განახორციელონ ბანკის საოპერაციო სისტემაში არსებული მონაცემების ავტომატური სკრინინგი, თუ მასში სრულად აისახება გადარიცხვის/ჩარიცხვის ოპერაციის SWIFT შეტყობინებაში არსებული  ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, SWIFT-ის სხვა კატეგორიის შეტყობინებების მიმართ, ბანკებმა თავად უნდა შეაფასონ თითოეული ველის სკრინინგის საჭიროება სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის ან მოახდინონ სრული SWIFT შეტყობინების სკრინინგი ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. ბანკებს აღნიშნული შეფასება შესაბამისი დასაბუთებით უნდა ჰქონდეთ დოკუმენტირებული.
4. ბანკებს უფლება აქვთ არ განახორციელონ SWIFT შეტყობინებების გარკვეული ველების სკრინინგი ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული რომელიმე სიის მიმართ, შესაბამისი ველის, სიის შინაარსისა და რელევანტურობიდან გამომდინარე. ბანკებს აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი დასაბუთებით უნდა ჰქონდეთ დოკუმენტირებული.

მუხლი 5. დროის რეალურ რეჟიმში სკრინინგი

1. ბანკებმა SWIFT შეტყობინების სკრინინგი უნდა განახორციელონ რეალურ დროში, ოპერაციის შესრულებამდე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლონ ოპერაციის უარყოფა/ბლოკირება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული წერილობითი მითითების ან/და შიდა ინსტრუქციის შესაბამისად.
2. ბანკებმა  უნდა უზრუნველყონ სატესტო გარემოს არსებობა SWIFT შეტყობინებების სკრინინგისთვის, რომელიც ზუსტად ასახავს ოპერაციების განხორციელების რეალურ გარემოს.

მუხლი 6. დამთხვევის ალგორითმი

1. ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი შესაბამისი ალგორითმი იმისთვის, რომ დააიდენტიფიცირონ მცირე სახესხვაობები/ალტერაციები და ტრანსლიტერაციები.
2. ბანკებს გაანალიზებული უნდა ჰქონდეთ დამთხვევის ალგორითმი და მისი ეფექტურად ფუნქციონირების შემოწმებისთვის უნდა ახორციელებდნენ მის რეგულარულ ტესტირებას სახესხვაობებით/ალტერაციებით და ტრანსლიტერაციებით.

მუხლი 7. განმეორებული ოპერაციის იდენტიფიცირება

ბანკებს დანერგილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მექანიზმები იმ პოტენციური ოპერაციის განმეორების შემთხვევის იდენტიფიცირების მიზნით, რომელიც უკვე იყო სანქციათა რეჟიმებთან დაკავშირებული მიზეზით უარყოფილი/დაბლოკილი.

მუხლი 8. დამთხვევის განხილვის პროცესი

1. სკრინინგის სისტემის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები უნდა იყოს სათანადოდ შესწავლილი ბანკების შესაბამისი თანამშრომლების მიერ, რათა დარწმუნდნენ, რომ ოპერაციაში არ მონაწილეობს სანქცირებული პირი და სახეზე არ არის სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის მცდელობა.

2. თუ ბანკები ვერ ადასტურებენ SWIFT ოპერაციის დროს კავშირის არარსებობას სანქციადაკისრებულ პირთან და სანქციების დარღვევის/გვერდის ავლის მცდელობასთან, ოპერაცია უარყოფილი უნდა იქნეს ან დაიბლოკოს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტის/წერილობითი მითითებისა ან/და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით.

BMG

ყველას ნახვა
ყველას ნახვა