პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე
აშშ-ის საელჩო - ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას
ამინდი 3 მაისს
არა რუსულ კანონს! - ქართველი ემიგრანტების აქციები ლონდონში
"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ
"პრემიერ კობახიძეს გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზე" - აშშ-ის სახდეპის მრჩეველი
"მე იმ კაცის დედა .... ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს" - ჯაბა კანკავა

ტყიბულის წყალსაცავში მდებარე კუნძულები 3 მილიონ ლარად მირიან ქათამაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა

01.09.2024 | 18:03 ნახვები: 375

ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა - ტერიტორიის შემძენმა ადგილზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნას.

წყალსაცავში მდებარე კუნძულები შეისყიდა კომპანია შპს ემ & ეს - მა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესმენ მირიან ქათამაძესთან. ბიზნეს რეესტრის თანახმად, ქათამაძე არის კომპანია "რედკოს" დამფუძნებელი, რომელსაც განხორციელებული აქვს არაერთი მსხვილი დეველოპერული პროექტი.

კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, ისინი 28 დეკემბერს დასრულდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თითოეულ მათგანში საკმაოდ მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა და ხუთმა სხვადასხვა მონაწილემ ერთ აუქციონში 483 ბიჯი, ხოლო მეორე 556 ბიჯი დაფიქსირდა. თუმცა, ერთი ბიჯით გაიყიდა მესამე 1.7 მილიონი ლარის ღირებულების კუნძული.

  • კუნძული 1, ფართობი 31,828 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾180,000, გაყიდვის ფასი 663,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 1 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 483 ბიჯის შედეგად;

 

  • კუნძული 2, ფართობი 21,421 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾120,000, გაყიდვის ფასი 676,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 1 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 556 ბიჯის შედეგად;

 

  • კუნძული 3, ფართობი 315,018 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾1,700,000, გაყიდვის ფასი 1,701,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 6 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 1 ბიჯის შედეგად;

კუნძულების მყიდველმა ადგილზე ინვესტიციები 5 წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა