პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე
აშშ-ის საელჩო - ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას
ამინდი 3 მაისს
არა რუსულ კანონს! - ქართველი ემიგრანტების აქციები ლონდონში
"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ
"პრემიერ კობახიძეს გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზე" - აშშ-ის სახდეპის მრჩეველი
"მე იმ კაცის დედა .... ვინც პირველად რუსი აქო. არა რუსეთს" - ჯაბა კანკავა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდული რაოდენობის, 1 671 016 მგზავრს მოემსახურა

01.15.2024 | 17:32 ნახვები: 381

2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასულ წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთნაკადი, 2022 წელთან შედარებით, 103%-ით გაიზარდა და 1 671 017 მგზავრს მოემსახურა (2022 წელი – 822 486 მგზავრი).

„2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც.  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის იანვარ-დეკემბერში 5 040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57%-ით მეტია (2022 წლის იანვარ-დეკემბერი – 3 220 რეისი).

რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157,092 მგზავრს მოემსახურა. რაც 2022 წლის დეკემბერს 85%-ით აღემატება (2022 წლის დეკემბერი – 85,008 მგზავრი).

2023 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო და გაატარა 538 რეისი, რაც 76%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2022 წლის დეკემბერი – 306 რეისი).

2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატა, ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ასრულებს“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა