ამინდი 5 მაისს
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers

საქსტატი - 2023 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორები კი - თურქეთი და აშშ

01.22.2024 | 12:30 ნახვები: 309

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს – 862.1 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა სომხეთი – 787.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ყაზახეთი – 703.0 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 570.1 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 1 949.3 მლნ აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 744.5 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა – 2 126.6 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 479.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები – 259.0 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 162.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1 166.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – 542.8 მლნ აშშ დოლარით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა