პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital

გამოკითხულთა 38% უკმაყოფილოა „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებელთა მომსახურების გარემოთი

01.26.2024 | 10:35 ნახვები: 578

მომხმარებელთა მომსახურების გარემოთი უკმაყოფილო ბანკებს შორის ლიბერთი ბანკის და საქართველოს ბანკი ლიდერობენ.

საქართველოში საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის განწყობების შესწავლის მიზნით, „ნეიშენ ჯორჯიას“ დაკვეთით APPA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპოდენტების 38% უკმაყოფილოა ლიბერთი ბანკის მომხმარებელთა მომსახურების გარემოთი.

საბოლოოდ მომხმარებელთა მომსახურების გარემოთი უკმაყოფილო ბანკების რეიტინგი ასე გამოიყურება:

ლიბერთი ბანკი - 38%

საქართველოს ბანკი - 20%

ბაზის ბანკი - 17%

პროკრედიტ ბანკი - 15%

თიბისი ბანკი - 10%

 

გამოკითხვა ჩაატარა კომპანიამ APPA, „ნეიშენ ჯორჯიას“ დაკვეთით.

გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა იმ საბანკო დაწესებულებების გამოვლენა, რომლებიც ცალკეული მიმართულებებით რესპოდენტების/კლიენტების ნეგატური დამოკიდებულებებით სარგებლობენ.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 1369 რესპოდენტი, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე შეხება - საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ/აქვთ უმსხვილეს ქართულ ბანკებთან  -საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზის ბანკი, პროკრეტიდ ბანკი.

გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 15-25 დეკემბერს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, გორში და რუსთავში.

გამოკითხულთა ასაკი - 24-60 წელი, სქესი - 52% მამაკაცი, 48% ქალი.

ძირითადი მიგნება -

  • მოსახლეობაში ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მიმართ არსებობს

ბანკებთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე რესპოდენტები ყურადღებას ამახვილებდნენ კონკრეტულ ნაკლოვანებებზე:

  • მომხმარებელთა მომსახურეობის გარემო (ვიზუალური და ემოციური აღქმა);  ბიუროკრატიული ბარიერები;
  • მომსახურეობის/სერვისის მიღების ოპერატიულობა;
  • კლიეტთან ურთიერთობის მოქნილობა;
  • კლიენტისადმი კეთილგანწყობა (ემოციური აღქმა);
  • სესხების გაცემის პროცედურებისა და პასუხის (დადებითი/უარყოფითი მნიშვნელობის გარეშე) ოპერატიულობა;
  • კრედიტებთან დაკავშირებით რისკების განმარტებები;
  • კლიენტის კეთილგანწყობა საბანკო დაწესებულების მიმართ და ა.შ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა