ამინდი 5 მაისს
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია 3 ქულით გაუარესდა

01.30.2024 | 11:24 ნახვები: 397

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. ორგანიზაციის თანახმად საქართველოს შედეგის გაუარესება ელიტური კორუფციის მასშტაბების ზრდით არის განპირობებული.

საქართველოს ახალი შეფასება 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა კორუფციის ნაკლებობით რეგიონში კვლავ პირველ ადგილზე რჩება.

კორუფციის აღქმის ინდექსის კვლევა 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 საუკეთესო, ხოლო 0 ყველაზე დაბალი შედეგია.

საქართველოს შედეგი საუკეთესო 2018 წელს იყო და 58-ს შეადგენდა, მას შემდეგ პანდემიის და სახელმწიფო აპარატის გაუმჭვირვალობის მატებასთან ერთად ჯერ 56 ქულამდე შემცირდა, შემდეგ კი 53-მდე იკლო.

ელიტური კორუფცია და სახელმწიფოს მიტაცება - მთავარი გამოწვევა:

"საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე.

რამდენიმე წელია, საქართველო განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, სადაც სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი „დაბრუნება“ აქტიურ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორედ მან ითამაშა მთავარი როლი ქვეყნის ინსტიტუციების ხელში ჩაგდებაში. ერთ დროს ანტიკორუფციულ ჩემპიონად წოდებულ საქართველოში კორუფციის პრობლემა იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნა ევროკავშირის მოთხოვნით, მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მას არ მიენიჭა საგამოძიებო უფლებამოსილება, რათა მაღალი დონის დაუსჯელ კორუფციასთან გამკლავება შეძლოს. მნიშვნელოვანი რეფორმების გარეშე, მოსალოდნელია, რომ საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება კლეპტოკრატიულ მმართველობაში“, - წერს TI.

რაც შეეხებათ რეგიონის ქვეყნებს - უკრაინა 36 ქულა, მოლდოვა 42 ქულა, სომხეთი 47 ქულა, რუსეთი 26 ქულა, აზერბაიჯანი 23 ქულა, თურქეთი - 34 ქულა.

ინდექსში საუკეთესო ადგილს დანია 90 ქულით იკავებს, მეორე პოზიციაზეა ფინეთი (87); მესამეზე ახალი ზელნადია (85 ქულა).

რაც შეეხება ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს ამ მხრივ სიის ბოლოში არიან სირია (13 ქულა); ვენესუელა (13 ქულა) და სომალი (11 ქულა).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა