თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

დავით ბუხრიკიძე: პირაკრული კულტურის განაცხადი და უპასუხო კითხვები

11.23.2020 | 11:30 ნახვები: 735

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიოს კულტურა არნახული პრობლემების წინაშე დააყენა. გაჩერდა ყველა მნიშვნელოვანი თეატრალური, მუსიკალური თუ კინოფესტივალი, გაუქმდა საკონცერტო ცხოვრება, დაიხურა გალერეები და აიკრძალა მას-კულტურული ღონისძიებები. გაჩერებული ცხოვრების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ისეთი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს კულტურის სფეროში მუმუშავეთა ზარალის მაქსიამალურად შემცირებას და შემოქმედებითი ინდუსტრიციის თუნდაც რაიმე ფორმით მხარდაჭრას, ხოლო შემდგომში ამუშავებას.
კრიზისის დასაძლევად ბევრმა ქვეყანამ (უმთავრესად ევროპაში) სრულად გაიაზრა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა და კულტურას, როგორც ძალიან მყიფე და დაზარალებული სფეროს, უპრეცედენტო მატერიალური და მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა. ამგვარი საერთაშორისო ფონის გათვალისწინებით საქართველოში სრულიად საპირისპირო სურათი გამოკვეთა.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისულ გეგმაში კულტურის სექტორი ნახსენები და მოაზრებულია „გასართობი ინდუსტრიისა და აზარტული თამაშების გვერდით" (?), რაც შეიძლება აღვქივათ როგორც სახელმწიფოს პოზიცია ზოგადად კულტურასთან მიმართებაში. გარდა ამისა, 2020 წლის ბოლომდე შეუძლებელია რაიმე სახის კულტურული აქტივობის განხორციელება დახურულ სივრცეში. რაც გასაგები და ლოგიკურია პანდემიის გამო. თუმცა არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა უკვე განვლილი დროის შემდეგ, სასიცოცხლო მნიშვნელოვანია პირაკლული და ვითარების გამო „დახურული" კულტურის გასაცოცხლებლად.
ჯერ კიდევ სექტემბერში, კულტურის სეტორში მომუშავე დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა, რომლშიც შედიან ექსპერტები, მენეჯერები, პროდიუსერები და კურატორები, საქართველოს მთავრობას საგანგებო პეტიციით მიართა. ეს მიმართვა ასევე ითვალისწიებს კულტურის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ინიციატივასა და პოზიციას. საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ კულტურის პრიორიტეტისადმი ასეთი მიდგომა და უკანა პლანზე გადაწევა მნიშვნელოვნად აზარალებს ათასობით ადამიანს.
„მას შემდეგ, რაც შეჩერდა ყოველგვარი შემოქმედებითი საქმიანობა, სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა დაკარგეს მინიმალური საარსებო წყარო. ამის ფონზე, კულტურის სფეროზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მხრიდან არ გამოთქმულა ინიციატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, თუნდაც ონლაინ შეხვედრის ფორმატში გაგვეზიარებინა მათთვის სფეროში კრიზისით განპირობებული გამოწვევები და გვემსჯელა მათი გადაჭრის გზების შესახებ.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არ მომხდარა კულტურის სფეროში არსებული დარგების და მასში მომუშავე ადამიანების ინტერესების გააზრება, დაცვა და ადვოკატირება. ქართული თანამედროვე და ტრადიციული კულტურა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს იდენტობას და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგრადობას, სწორედ შემოქმედებით სექტორებში მომუშავე ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ინიციატივების/ინდივიდების საქმიანობის შედეგად იქმნება.
სწორედ ამიტომ, საჭიროდ ვთვლით, რომ გაუქმებული ან შეჩერებული პროგრამების, კონკურსების და დაფინანსების პირობებში, ყოველგვარი შემხვედრი განცხადების გარეშე დარჩენილმა (მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, მენეჯერები, კურატორები, რეჟისორები) ერთობლივად დავიცვათ სფეროს და ჩვენი ინტერესები.
მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს კულტურის სფეროსთვის პოსტკრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის მის შემუშავება და საზოგადოებისთვის წარდგენა. მათ შემუშავებაში ჩართული უნდა იყვნენ კულტურის შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები... კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ ამ პროცესში.
ამ მიმართვიდან უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან რეაგირება საერთოდ არ ყოფილა. მხოლოდ თითო-ოროლა ზოგადი და ეგზისტენციური ფრაზას, სოციალურ ქსელში გამართულ მცირემეტრაჟიან დისკუსიას წავაწყდით და სატელევიზიო სიუჟეტები ვნახეთ... მეტი არაფერი.
როგორც ჩანს, არჩევნებისა და შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ხელისუფლებას გაცილებით რთული ამოცანების გადაჭრა მოუწევს. ამიტომ კულტურასა თუ „კულტურულად" სანდო თუ საჭირო სახე-სახელებს ის მხოლოდ სათავისოდ იყენებს. რაც უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტითაა ნაკარნახევი.
კულტურისა და შემოქმეებითი ინდუსტრიის სპეციფიკის გათვალისწინება, ტოტალური კრიზისის ფონზე კულტურის გადარჩენის პროგრამა, მისი სათანადო მხარდაჭერა, კულტურის სფეროში სამუშაო ადგილების რეალურად შენარჩუნება ჯერ-ჯერობით ვერ არ მომხდარა, ხოლო კრიზისი განვლილი დროის განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა.

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა