Ukraine will be able to stabilize frontlines in coming months - ISW
Russia loses 1,096 more soldiers in Ukraine
Ukrainian air defenders shoot down five drones overnight
Ukraine war update: 88 combat clashes on front lines in past 24 hours
SBU's special forces hit 25 enemy tanks in two weeks
Japan joins coalition to return Ukrainian children
Umerov thanked Denmark for its support in defense sector
President: Every media story about Russia's circumvention of sanctions limits Putin's terror

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ, არა მგონია სანიოლმა რამე შეცვალო

03.25.2024 | 19:47 ნახვები: 289

საბერძნეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალურ მატჩამდე „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა პრესკონფერენცია გამართა.

„რამეს თუ ნიშნავს ის ფაქტი, რომ აქამდე ჩატარებული ცხრა შეხვედრიდან საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან ჯერ არ მოუგია? მნიშვნელობა არ აქვს რა იყო წარსულში, ჩვენი ამოცანაა, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვიფიქროთ.

გვაქვს თუ არა გეგმა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ, რა თქმა უნდა, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ და არა მგონია, ვილი სანიოლმა ამ მატჩისთვის რამე შეცვალოს.

ორივე გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მთავარი იქნება, როგორ გაუძლებენ წნეხს და თავის შესაძლებლობებს როგორ წარმოაჩენენ – ამ კითხვაზე პასუხს ხვალ გავიგებთ“, – განაცხადა გუსტავო პოიეტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა