მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
ნინო ლომჯარია - რა "არასანქცირებული" მიტინგი? - ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს
სახალხო დამცველი - ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
საია - ამ დროისთვის, არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - მოვუწოდებთ შსს-ს არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით
პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს - დაამატეს სამართალდამცავთა ჯგუფებიც
შსს - პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა
თბილისის მერია - აქციის მონაწილეების პარლამენტთან დღევანდელი შეკრება, არის არასანქცირებული - მოვუწოდებთ მათ, 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა მისცენ

ენტონი ბლინკენი - უკრაინა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იმსახურებენ უფლებას, თვითონ დასახონ საკუთარი მომავალი

03.27.2024 | 09:00 ნახვები: 255

უკრაინა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იმსახურებენ უფლებას, თვითონ დასახონ საკუთარი მომავალი, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში ბალტიისპირეთის ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბლინკენი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

„ამ მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავდაცვის ბიუჯეტში, იყვნენ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის კუთხით იმ დროს, როდესაც ეს მხარდაჭერა აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხალხი და ქვეყნები მთელ მსოფლიოში იმსახურებენ საკუთარი მომავლის განსაზღვრას და არა იმას, რომ მისცენ სხვა ძალას უფლება, ეს მათ მაგივრად გააკეთოს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ბევრი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის, როგორც უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის, ასევე ალიანსის მომავლის დაგეგმვის კუთხით.

ამასთან, როგორც შეხვედრის შემდეგ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ განაცხადა, საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევით წინააღმდეგობა გაეწიოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს.
 
„შეკავება, გრძელვადიანი სტრატეგია, მათ შორის, აგრესიულ რუსეთთან გამკლავება, არის ის, რისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. მხოლოდ დემოკრატიების, თანამოაზრე ქვეყნების, საზოგადოებების ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ“, – აღნიშნა კრიშიანის კარინშიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა