Telegram blocks several Ukrainian official chatbots - GUR
Defense forces eliminate 6,620 occupiers, 849 units of military equipment in past week
Cyber experts block more than 2,500 casino and gambling sites
Southern defense forces destroy 55 units of Russian military equipment
Zelensky: Ukraine has fulfilled all conditions for real start of negotiations on EU accession
„ქართული ოცნების“ „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
ამინდი 29 აპრილს

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

03.27.2024 | 11:36 ნახვები: 267

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, ოთხჯერ გადადების შემდეგ, დღეს - 27 მარტს 13 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ bm.ge-ს ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა.

სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ 2023 წლის 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა 24 ოქტომბრამდე გადაიდო, შემდეგ თარიღად 14 დეკემბერი დასახელდა, ბოლოს კი, თებერვალში იყო ჩანიშნული, თუმცა კვლავ გადაიდო.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა