14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

01.11.2022 | 14:35 ნახვები: 216

წალენჯიხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა გახარიას პარტიის წინადადება, რომლის თანახმადაც პოლიტიკური თანამდებობიდან 4 ადგილი "ქართულ ოცნებას" უნდა ეკავოს. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" მზად იყო ოპოზიციისთვის მხარი დაეჭირა.

საბოლოოდ, სხდომაზე პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა ახალი წინადადება წამოაყენა, რომლის თანახმადაც 9 თანამდებობიდან ოპოზიციონერი დეპუტატები დაიკავებენ 6 ადგილს, ხოლო "ქართული ოცნება" 3 ადგილს.

ცნობისთვის, სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა