პარლამენტთან, სავარაუდოდ, მხუთავი აირი გაუშვეს
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირებაა
შსს - მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა
აქციის მონაწილეებმა პარლამენტს "ცოცხალი ჯაჭვი" შემოარტყეს
ევროპული მარშის მონაწილეები "ოცნებას" მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს ახსენებენ
გიგი უგულავა - რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის
მამუკა მდინარაძე - დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - უნდა გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება
მამუკა მდინარაძე - ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება

03.29.2024 | 08:17 ნახვები: 295

ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ჯარისკაცების ოჯახების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი არავის მიატოვებს.

„მე ვიცი, რომ ყოველი დღე, რაც გადის, ჯოჯოხეთია. თქვენი შვილები გმირები არიან, ისრაელელი გმირები“, – მიმართა ნეთანიაჰუმ მძევლად აყვანილი ჯარისკაცების ოჯახების წევრებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მძევლების გათავისუფლებას მხოლოდ სამხედრო ზეწოლა უზრუნველყოფს, ამიტომ ისინი რაფაჰში შესასვლელად ემზადებიან.

„მხოლოდ ძლიერი სამხედრო ზეწოლა, რომელიც განვახორციელეთ და განვახორციელებთ, დააბრუნებს ყველას. ჩვენ დავიპყარით ღაზის სექტორის ჩრდილოეთი და ხან იუნისი, ვემზადებით რაფაჰში შესასვლელად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა