14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

ადამიანმა თავი მოიკლა-მამაკაცი პროტესტის ნიშნად შენობიდან გადმოხტა

01.16.2022 | 18:36 ნახვები: 230

თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „ქართლთან" ხმაური იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

სანატორიუმი „ქართლის" ერთ-ერთი მცხოვრები თამარ საუთიევას ინფორმაციით, დღევანდელი ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომლებმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარებულიყო.

,,დღეს ყველანი ვართ შემზარავი ტრაგედიის მოწმე, გარეთ ვიდექით და ვსაუბრობდით როგორი სამოქმედო გეგმა უნდა გვქონოდა, ამ დროს ამ ადამიანმა თავი მოიკლა. ის ფაქტობრივად შეეწირა იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც არ არის ადამიანზე გათვლილი და მიმართული. ეს ადამიანი აცხადებდა, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ სწორედ ასეთ ფორმას მიმართავდა და თავს მოიკლავდა, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღებაო. ეს ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომელმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. იმედი მაქვს ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე მაინც შერცხვებათ იმის, რაც მოხდა.

ჩვენ დიდი ხანია ვაპროტესტებთ, რომ ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში. აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა", - განაცხადა თამარ საუთიევამ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანატორიუმამდე მისასვლელი გზა ავტომანქანის მეშვეობით გადაკეტეს. ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა