გივი თარგამაძე პოლიცილებს - ცუდი დღეები გელით, ერთი მხრივ – სახალხო სირცხვილი, მეორე მხრივ – პასუხისგება
War update: 122 combat clashes on front lines in past 24 hours
U.S. Senate passes Russian uranium import ban
Russia facing fuel problem over Ukrainian drone attacks - Politico
Three killed as Russia hits Odesa with ballistic missiles
Tribunal for Russian criminals will not be like previous ones - Head of VR Committee
Stoltenberg: Ukraine's trust in NATO allies dented by aid delays
Ukraine needs arms deliveries to be significantly paced up - Zelensky

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ - უწყების ცნობით, დაშავებულია შსს-ს ერთი თანამშრომელი

04.16.2024 | 22:06 ნახვები: 244

აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყება პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან. აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა