სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა და ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა
"ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით!" - მეუფე ზენონის მიმართვა
ინგოროყვას კლინიკის დირექტორი - ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა - თვალის მთლიანობა დარღვეული არ არის, თუმცა საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის
"ყურადღებით ვაკვირდებით აქციებს... მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას" - სახდეპი
მეუფე ზენონი - ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს
მეუფე ზენონი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა
არსებული ინფორმაციით, ნაცემია სოფო ჯაფარიძეც, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი
"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან..." - აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორი

გიორგი ვაშაძე - ალყა შემოარტყეს ხალხს, მოვუწოდებ, ნუ სჩადიან უკანონო ქმედებებს - ბოლომდე აქ ვდგავართ, ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი

04.16.2024 | 22:39 ნახვები: 289

მოვუწოდებ, ნუ ჩადიან უკანონო ქმედებებს. ბოლომდე აქ ვდგავართ. ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან კი ღალატი. ბოლომდე ვიბრძოლებთ!- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, აქციის მიმდინარეობისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ უკანონო ქმედებები განხორციელდა.

“აბსოლუტურად უკანონო ქმედება არის ის, რაც მოხდა. წინ ვიდექი და მათი {სპეციალური დანიშნულების რაზმის} მხრიდან დაიწყო უკანონო ქმედებები, ალყა შემოარტყეს ხალხს. ამის დაშვება არ შეიძლება. მოვუწოდებ, ნუ ჩადიან უკანონო ქმედებებს. ბოლომდე აქ ვდგავართ. ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი. ბოლომდე ვიბრძოლებთ! მადლობა ხალხს, რომ ყველა აქ არის“,-აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.

 

იპნ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა