გაერთიანებული სამეფოს საელჩო - საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს!
გიტანას ნაუსედა - საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
აშშ-ის საელჩო - საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა
რომან გოცირიძე - მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო
საფრანგეთის საგარეო უწყება - საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა
General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024

სპეცრაზმელებმა "პუბლიკას" და "ტაბულას" ჟურნალისტები სცემეს

04.17.2024 | 01:08 ნახვები: 230

პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სპეცრაზმელებმა "პუბლიკის" ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს.

გამოცემის ცნობით, ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. სამართალდამცველებმა მისი ტექნიკის დაზიანებაც სცადეს.

მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

ასევე  ჟვანიას ქუჩაზე, სპეცრაზმელებმა "ტაბულას" ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სცემეს. ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს და წერს, რომ ჟურნალისტს პირადი მობილური ტელეფონი წაართვეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა.

გამოცემის ინფორმაციით, პირადი მობილურის ჩამორთმევის შემდეგ მან მუშაობა ოფისის მობილურით გააგრძელა, რომლის წართმევაც ასევე სცადეს, თუმცა მან უკან დააბრუნებინა.

 

 

ფოტო: პუბლიკა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა