გაერთიანებული სამეფოს საელჩო - საქართველოს მოქალაქეების ხმა გაგონილ უნდა იქნეს!
გიტანას ნაუსედა - საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
აშშ-ის საელჩო - საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა
რომან გოცირიძე - მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო
საფრანგეთის საგარეო უწყება - საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს
სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა
General Staff: 121 combat clashes on front lines in past day
Armenia agrees on cooperation program with NATO for 2024

"ყველა ამ აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელია" - მედვედევi

04.17.2024 | 14:37 ნახვები: 275

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ამაში აშშ-ის ხელი ურევია.

მედვედევის ტელეგრამ არხზე გავრცელებული განცხადება, "ოცნების" რიტორიკის მსგავსია: 

"თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა პარლამენტში ქუჩის შეტაკებებსა და ხალისიან ქართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ ანარეკლს. ყველა ამ აქციის უკან არის გამოცდილი და ნაცნობი ჰოლივუდის ხელი.

მთავარი, რაც „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის „რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა." ,- წერს მედვედევი და აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონის მიღებას ყირგიზეთში ერთი თვის წინ, დასავლეთიდან  მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა