14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

01.19.2022 | 11:12 ნახვები: 239

დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.

„ამასთანავე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდის მიმართულებით. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გადაადგილება თავისუფალი იქნება გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ღვინის აღმართის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის საშუალებით შეძლებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები - N31, N50, N71, N80, N102, N301, N344, N345 ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან სვლას კოტე აფხაზის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; მიკროავტობუსი - N108 გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩისა და ხიდის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდება და იმოძრავებს დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვევით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს, რის შემდეგაც, გადაადგილდება უკვე არსებული მარშრუტით. N140 მიკროავტობუსის მარშრუტი ცვლილებას განიცდის წმინდა ბარბარეს უბნის მიმართულებით მოძრაობისას. მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით გადაადგილდება", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა