თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
პრემიერი - თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ

ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას განსაცდელისგან-ილია მეორე

01.19.2022 | 12:38 ნახვები: 241

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს.

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ქრისტესი უდიდესი დღესასწულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველა ადამიანს ამ განსაცდელისგან", - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით, მოხარულია, რომ სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან პრემიერს მადლობა გადაუხადა და უფლის მფარველობა უსურვა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მადლობელი ვართ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა გფარავდეთ თქვენ", - აღნიშნა პტრიარქმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა