შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და კონცენტრირდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე
აშშ-ის საელჩო - ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას
ამინდი 3 მაისს
არა რუსულ კანონს! - ქართველი ემიგრანტების აქციები ლონდონში
"ღამეები არ გვეძინა" - ემიგრანტები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის საქართველოში დაბრუნდნენ

ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

04.19.2024 | 16:13 ნახვები: 245

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში ტურიზმის სწრაფ და მნიშვნელოვან ზრდას, ასევე, მშენებლობისა და IT სექტორებში უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ ეს უკანასკნელი ქართულ ბაზარზე სწრაფად მზარდ მიმართულებას წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ IT სექტორი წარმატებით იზიდავს ინვესტორებს და ბიზნეს სამყაროს ყურადღებას იპყრობს. ამასთანავე, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. „მხარეებმა მიმოიხილეს უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის მიმდინარე სტატუსი და ისაუბრეს ამ მხრივ დაგეგმილ მომდევნო ნაბიჯებზეც. საუბარი, ასევე, შეეხო მწვანე დაფინანსების სფეროში არსებულ სიახლეებს და სამომავლო გეგმებს. IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალფონსო გარსია მორამ ქართულ დელეგაციის წევრებს შემდგომი დახმარების მზადყოფნა აღუთქვა. IFC-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა