„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღესაც, 19 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მსვლელობით სხვადასხვა ადგილებზე მივლენ, თუმცა, ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ.
გუშინ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა უკვე გამართეს გამართეს პრეზიდენტის სასახლეთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, უზენაეს სასამართლოსთან.
19 აპრილს კი გმირთა მოედანზე, მემორიალთან ფიცი დადეს, რომ არ დაუშვებენ ხელისუფლების მხრიდან კანონის მიღებას.