"გამოვთქვი სინანული, რომ პარტნიორები თავს არიდებენ დისკუსიას" -კობახიძე
Anonymous ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა
"აღდგომას შევხვდეთ ქაშვეთთან" - ეკლესიის ეზოში, ახალგაზრდები ხვალინდელ შეკრებას აანონსებენ
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს- განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა" - ზურაბიშვილი
"საქართველოს მომავალი EU-შია... არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი" - მიშელი კობახიძეს ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი

სუს-ი- სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

04.22.2024 | 09:04 ნახვები: 229

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

„მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისიძიებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა