დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers
Zelensky comes to Khmelnytskyi region and awards wounded soldiers in hospital
Ukraine climbs 18 spots in global press freedom ranking

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში ხელისუფლებამ შეზღუდა საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა

04.23.2024 | 08:08 ნახვები: 237

იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში პოლიტპატიმრებისა და დაკავებულების შესახებ იყო ცნობები.

„22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია შეიწყალა, რომლის პატიმრობაც სახალხო დამცველის და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასებული იყო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები, შეზღუდა. მაგალითად, ნიკა გვარამია, უმსხვილესი ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, 2022 წლის მაისიდან პრეზიდენტის შეწყალებამდე 22 ივნისამდე ციხეში იმყოფებოდა. ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლეს.

Amnesty International-მა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მისი გასამართლება მედიის თავისუფლების მიმართ შეშფოთებას იწვევდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლს არღვევდა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ გვარამიას განაჩენი 2022 წლის ნოემბერში და 19 ივნისს ძალაში დატოვა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა