ამინდი 5 მაისს
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
დერეკ შოლე - ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს
აი, მაშინ იქნება სანქციები - ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: ვწყვეტთ მთავრობასთან თანამშრომლობას
In frontline, 119 combat engagements took place yesterday
In Lyman direction, National Guard destroys Russian vehicles and mortar launcher
Canadian instructors demonstrate how they teach modern combat skills to Ukrainian soldiers

ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით

04.25.2024 | 13:09 ნახვები: 263

„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ, რომელიც ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც არათუ წინსვლა გახდება შეუძლებელი, თუ “რუსული კანონი” გავიდა და ეს ხელისუფლება დარჩა, არამედ უკვე მიღწეული შეიძლება დაკარგოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის ის უმძიმესი დარტყმა, რომლის წინაშეც საქართველო დააყენა “კრემლის ინტერესების გამტარმა ხელისუფლებამ.”

“ქართული ოცნების” პოლიტიკამ, რომელიც ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც არათუ წინსვლა გახდება შეუძლებელი, თუ “რუსული კანონი” გავიდა და ეს ხელისუფლება დარჩა, არამედ უკვე მიღწეული შეიძლება დაკარგოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. ეს არის ის უმძიმესი დარტყმა, რომლის წინაშეც საქართველო დააყენა კრემლის ინტერესების გამტარმა ხელისუფლებამ. ის პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, რომლის ასახვა და გამოხატულება არის ერთ-ერთი რეზოლუციის პროცესი ევროპარლამენტში, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ისმენდეს საკუთარი მოქალაქეების ხმას, მისდევდეს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას და აკეთებდეს ყველაფერს, რომ ქართველი ხალხის ნება რეალობად იქცეს და გადაიდგას ის 9 ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, დღეს დაკავებულია კრემლის მითითებებით საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ჩაკეტვით. ეს არის ის უმძიმესი მოქმედება, რომელსაც კრემლის მსახური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს ხალხის წინააღმდეგ.

ეს არის კვლავ დასტური იმისა, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარი ინსტრუმენტი საქართველოში დღეს “ქართული ოცნებაა”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა